მთავარი » ჯანმრთელობა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2013 60 კომენტარი | 36,598 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო 1-ლი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება.

ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

პროგრამაში 425 პროვაიდერი დაწესებულებაა ჩართული. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 41 713 პაციენტს გაეწია, 15 275 კი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი გაიხარჯა.

პროგრამის მოსარგებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდებზე: www.moh.gov.gewww.ssa.gov.ge მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიც 15 05.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

60 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.