მთავარი » ჯანმრთელობა

რა იწვევს სახსრების, ხერხემლის, წელისა და ზურგის ტკივილს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.11.2016 25 კომენტარი | 65,259 ნახვა

მოზარდ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრებიდან თუ საქმიანობიდან გამომდინარე უხდებათ ფიზიკური დატვირთვა – მთელი დღის განმავლობაში ჯდომა ან ფეხზე დგომა. ეს ადამიანები გამუდმებით უჩივიან სახსრების, ხერხემლის, წელის, ზურგის ტკივილს. წელის ტკივილი რა არის ამ სახის ტკივილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ნევროლოგი – გვანცა გიორგაძე:

– წელის ტკივილის ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზი მექანიკურია და გამოწვეულია ტრავმით, ცხოვრების წესით (ჰიპოდინამია, სიმძიმის აწევა, არასწორი დატვირთვა), ჭარბი წონით და ა.შ. სიხშირით მეორე ადგილზეა ხერხემლის პათოლოგიებით განპირობებული ტკივილი; ასეთი პაციენტების დაახლოებით 10 %–ში წელის ტკივილს იწვევს მალთაშუა დისკების და ფასეტური სახსრების ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები, 4% მოდის დისკის თიაქრებზე, 4% ოსტეოპოროზულ კომპრესიულ მოტეხილობებზე, ხოლო 3% განპირობებულია სპინალური სტენოზით; წელის ტკივილის ყველა სხვა მიზეზი (მაგ. მალის სხეულის დაზიანება ინფექციით, პარავერტებრული აბსცესი და ა.შ.) გაცილებით იშვიათია და 1%–ს არ აღემატება.

როგორია სტატისტიკა საქართველოში და რამდენად ხშირია ამ პრობლემების გამო მომართვიანობა?

– ზუსტი ქართული სტატისტიკა არ არსებობს, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამბულატორიულ კლინიკაში ნევროლოგს პაციენტთა დაახლოებით 20-30% წელის ტკივილის გამო მიმართავს; დასავლური სტატისტიკის თანახმად, ცხოვრების მანძილზე ერთჯერადად წელის ტკივილი აწუხებს მოსახლეობის დაახლოებით 80%–ს, აქედან სერიოზული მიზეზებით (ხერხემლის დაზიანება და ა.შ.) გამოწვეული წელის ტკივილის წილი დაახლოებით 14%–ია; ამერიკის შეერთებულ შტატებში 45 წელზე ახალგაზრდა პირებში დროებითი შრომისუუნარობის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზად წელის ტკივილი ითვლება; არ ფიქსირდება სიხშირის განსხვავება სქესის მიხედვით, თუმცა ორსულობა დამატებით რისკ–ფაქტორად ითვლება; ორსულობის დროს ქალების 50%-დან 90%–მდე განიცდის წელის ტკივილს;

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დატვირთულმა რეჟიმმა სამომავლოდ, რა დაავადების განვითარებას უწყობს ხელს?

– როგორც აღინიშნა, ცხოვრების გარკვეული წესი წელის ტკივილის ერთ–ერთი ხშირი განმაპირობებელი ფაქტორია. უძრაობამ, არასპორტულმა რეჟიმმა, დღის ხანგრძლივად დგომამ ან ჯდომამ, ჭარბმა წონამ შესაძლებელია ნაადრევად განაპირობოს დისკების და ფასეტური სახსრების ართროზი, რაც საბოლოოდ წელის ქრონიკული ტკივილის მიზეზი ხდება; უეცარმა ძლიერმა დატვირთვამ (მაგალითად, სიმძიმის აწევა, უხერხული მოძრაობა) შესაძლებელია თიაქრის მწვავედ განვითარება გამოიწვიოს;

როგორ შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები? – პროფილაქტიკა და თქვენი რჩევები…

– ჯანმრთელ ადამიანებში წელის ტკივილის თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული ვარჯიშით (ცურვა, ფიტნესი), სიმძიმის აწევის შეზღუდვით, აქტიური ცხოვრები წესით; ხერხემლის უკვე განვითარებული პრობლემების დროს მკურნალობის ტაქტიკას განაპირობებს დიაგნოზი; ართროზული ცვლილებების დროს მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე სპეციალურ ვარჯიშსა და ფიზიოთერაპიას; თიაქრების შემთხვევაში მკურნალობის არჩევანი დამოკიდებულია თიაქრის ზომასა და სპინალური ნერვის კომპრესიის ხარისხზე; თუ მცირე ზომის თიაქარი არ იწვევს კიდურის ფუნქციის შეზღუდვასა და ტკივილი ემორჩილება პრეპარატებს, მკურნალობა კონსერვატულია; თუ ნერვულ ფესვზე ზეწოლის გამო ირღვევა მოძრაობა ხელში/ფეხში, აღინიშნება ქრონიკული ტკივილი და/ან მგრძნობელობის მოშლა ძირითადად ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

25 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი