მთავარი » ჯანმრთელობა

სახსრების დაავადებების მკურნალობა მცენარეული საშუალებებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2018 2 კომენტარი | 33,655 ნახვა

ფარმაცევტი ნინო თომაშვილი: “დაავადებები ართრიტი, პოლიართრიტი, ართროზი, რევმატიული ართრიტი, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) ხასიათდებიან სახსრების, კუნთების, მუხლების, კოჭების, ფეხის თითების, ძვლებისა და მენჯ-ბარძაყის ძვლების ძლიერი, სახსრები ზოგჯერ კი შემაწუხებელი ტკივილით. იქიდან გამომდინარე, თუ რომელი დაავადება გამოიკვეთა, მკურნალობის კურსი შესაბამისია. ქიმიურ პრეპარატებთან ერთად (თუ ეს აუცილებელია), შეგვიძლია მივახმაროთ მცენარეული ხალხური საშუალებები. ეს დაავადებები ზამთრის პერიოდში იჩენენ თავს და ადამიანს გადაადგილებაც უჭირს. გთავაზობთ ამ დაავადებების სამკურნალო მეთოდებს.
რევმატიული ართრიტისას – თანაბარი რაოდენობით აღებული ტირიფის ქერქისა და არყის ხის ფოთლების ნახარში საუკეთესო საშუალებაა. ტკივილის და ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ:

1. გამთბარ სახსრებზე წაისვით თბილი თაფლი (ცხელ ჭიქაში გქონდეთ) 4 ფენის რაოდენობით. ე.ი. წაისვამთ ორი თითით თბილ თაფლს წრიული მოძრაობით. შეშრობის შემდეგ ისევ გაიმეორებთ. შემდეგ შეიხვიეთ თბილი ბამბის ქსოვილით. პროცედურა შეასრულეთ საღამოს, კურსი – 10 სეანსი.

2. ხორცსაკეპში გაატარეთ 1კგ პირშუშხა, დაასხით 4 ლ ცივი წყალი. ადუღეთ 5 წთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გაწურეთ, შეაგრილეთ, დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი, დალიეთ ყოველ დღე (ერთსა და იმავე დროს) 1 ჭიქა.

3. აიღეთ ერთი ჩ/კ მარილი, სოდა და თაფლი. დაუმატეთ 7 წვეთი იოდი. წაისვით მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ შალის ნაჭრით. 15-20 წთ შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ. თბილად შეიხვიეთ. სეანსი 10 დღე. ეს რეცეპტი ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებას უხდება.

4. 1 ს.კ თაფლი შეურიეთ 100 გრ გახეხილი კარტოფილი, გადაიტანეთ დოლბანდზე, დაიდეთ მტკივნეულ სახსარზე – 1სთ, გაიკეთეთ 2- ჯერ დღეში. კურსი 7 დღე. რეკომენდებულია ოსტეართროზის და ნებისმიერი ართრიტის დროს.

5. ართრიტის დროს ასევე კარგია 100 გრ არყის და 1 ს/კ თაფლის ნარევის დადება გაჟღენთილი დოლბანდით – 20 წთ. დღეში ერთხელ 7 დღე.

6. პოდაგრის დროს კარგია ხორცსაკეპში გატარებული 100 გრ ხახვი, დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი, მოათავსეთ დოლბანდზე და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე 20 წთ. დღეში ერთხელ 7 დღე.

7. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის კვირტებს დავასხათ მინის ჭურჭელში 100 გრ. 70%-იანი სპირტი. დადგით 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. ამ ხსნარით (გაწურული)მტკივნეული სახსრები შეიზილეთ 4-5 – ჯერ დღეში.

8. სახსრების ტკივილისა და რევმატიზმის დროს კარგია 100 მლ ქაცვის ზეთის, 60 გრ თაფლისა და 30 გრ ზღვის მარილის (არომატის გარეშე) ნარევი. ჩავდოთ თბილ წყალში, რომ მარილი გაიხსნას. დოლბანდით დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილად. გაიკეთეთ ღამის პერიოდში.

შინაგანად მისაღებად ეფექტურია ქაცვის წვენი. წინა საღამოს დაყენებული თაფლის წვენი. თაფლისა და ლიმონის წვენი ერთად. მუქი იასამნის ყვავილების სპირტიანი ხსნარი – 30 წვეთი, დღეში 2-ჯერ, 10 დღე ჭამამდე. 100 გრ თაფლის და 150 მლ სტაფილოს წვენის ნარევი. მიიღეთ 3 ს/კ 2-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე, 2 კვირის განმავლობაში.

ყველა სახის რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის დროს კარგი საშუალებაა, მიიღოთ მოცვის ფოთლების წვენი თაფლით 2-ჯერ დღეში 50 გრ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, 1 თვე. ეს ნაყენი რეკომენდებულია ყველა ტიპის რევმატიული დაავადების, მხედველობის პრობლემებისა და გაციების დროს. ასკილის ფესვების ნახარში თაფლთან ერთად რევმატიზმისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის. ჰეპატიტის დროსაც გამოიყენება და ზემოთ ჩამოთვლილ დიაგნოზებს უხდება შინაგანად გირჩის მურაბის მიღება, რადგან ის ამავე დროს, წარმოადგენს იმუნომოდულატორს და ანტიოქსიდანტს.

შეგახსენებთ, ჩვენ ახლოს ვართ ბუნებასთან და ამის გამო, ყველა ბუნებრივი სამკურნალო რეცეპტი საუკეთესო საშუალებაა დაავადებასთან საბრძოლველად. იმედია, ყველა ეს მეთოდი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • შოთა says:

    გამარჯობათ. დედას აწუხებს ზემოთ ხსენებული. ვიღაცამ ურჩია diprospani პირველი ნემსის დროს 6თვე არ შეუწუხებია მეორე და შემდეგი ნემსები თვეზე ნაკლებ ხანს უყუჩებს. რას მირჩევდით?ძალიან ცუდ დღეშია.

  • ანნა says:

    გამარჯობა, თუ შეიძლება, მითხარით, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს (საოპერაციო)შიძლება თუ არა პირშუშხას და თაფლის ნაყენის გამოყენება სახსრებისთვის. გმადლობთ, წინასწარ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი