მთავარი » ფოტორეპორტაჟი

“შავფაროსნები” “NATALE DI ROMA”-ზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.04.2012 | 3,446 ნახვა

“შავფაროსნებმა” რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, NATALE DI ROMA” –ზე საქართველოს სახელი ღირსეულად წარადგინეს და ფესტივალის სტუმრებზე გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვეს.

ზურაბ მახარაძე (ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნების” გენერალური მდივანი): “რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე – Natale Di Roma 2012 საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 15-მდე ქვეყანა და 50 ჯგუფი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის კულტურას წარმოადგენდნენ. “შავფაროსნების” გამოსვლამ რომში დიდი წარმატებით ჩაიარა. ასეთ კარგ შედეგს ჩვენც არ ველოდით.

შავფაროსნები რომში

ღონისძიება ორ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავდა მსვლელობას რომის ისტორიულ ნაწილში, რომელსაც თავიდან ბოლომდე ექსპრომტის სახე ჰქონდა. “შავფაროსნები” საბრძოლო შეძახილებით, სიმღერითა და მოკლე საჩვენებელი გამოსვლებით ამრავალფეროვნებდნენ მსვლელობას. ფესტივალის მეორე ნაწილი გაიმართა მასიმოს მოედანზე, სადაც წარმოვადგინეთ საჩვენებელი გამოსვლა – ქართული საბრძოლო ილეთებისა და იარაღის დემონსტირება. მსვლელობას და საჩვენებელ გამოსვლას ესწრებოდნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ეროვნული დროშებით და სიმღერით უერთდებოდნენ ჩვენს მსვლელობას და რომის ქუჩებში საერთო ქართული ზეიმი შედგა.

Natale-Di-Roma იტალიელები განცვიფრებული იყვნენ მათგან სრულიად განსხვავებული ბრძოლის სტილით და აღჭურვილობით. ჩვენ ქართული სახელი დავტოვეთ რომში. როდესაც გამოსვლა დამთავრდა, ხალხმა უკვე კარგად იცოდა საიდან ვიყავით, მსვლელობის დროს და საჩვენებლების დასრულების შემდეგ ისმოდა შეძახილები – “ბრავი ჯეორჯიანო”. ამდენად ეს არა მარტო “შავფაროსნების”, არამედ ქართული წარმატებაა. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილები ვართ და მომავალ წელს ბევრად უფრო მასშტაბურ სანახაობას წარვუდგენთ რომაელებს.”

შეგახსენებთ, რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალი “NATALE DI ROMA” უკვე მრავალი წელია იმართება. ფესტივალის მიმდინარეობისას კოლიზეუმის მიმდებარე ქუჩები იკეტება და მასშტაბური მსვლელობები ეწყობა. ყველა ქვეყანა ეროვნულ კულტურას, ანტიკური ეპოქის საბრძოლო სამოსსა და აღჭურვილობას წარადგენს. ამ დროს რომის ქუჩაში ანტიკური ეპოქა ცოცხლდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი