მთავარი » კულტურა

“შავფაროსნები” რომის ფესტივალის სამზადისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.04.2012 | 2,595 ნახვა

წელს პირველად საქართველო რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე “NATALE DI ROMA”-ზე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე საქართველოს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნები” წარადგენს. შავფაროსნები ფესტივალის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორ ემზადებიან “შავფაროსნები” საქართველოს სახელისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ევროპაში გატანისათვის? “ამბიონის” კითხვებს ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ მახარაძე პასუხობს:

“შავფაროსნებისთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მსგავსი მასშტაბის ღონისძებაში მონაწილეობა. რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალში 15-მდე ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული. ჩვენი ქვეყნის კულტურისა და საბრძოლო ხელოვნების საუკეთესოდ წარმოჩენისთვის “შავფაროსნები” ყოველდღიურად ინტენსიურ ვარჯიშებს გადიან, ამუშავებენ როგორც ინდივიდუალურ უნარებს, ისე გუნდურ მოქმედებას.”

კონკრეტულად რა პროგრამით წარსდგებიან “შავფაროსნები” ფესტივალზე?

ფესტივალის ძირითადი მსვლელობა გაიმართება 22 აპრილს, როდესაც “შავფაროსნები” რომის ქუჩებში ეროვნული სამოსითა და აბჯრით გამოვლენ დაფდაფების, ეროვნული დროშებისა და ბაირაღების თანხლებით; ხოლო მსვლელობის ბოლოს გაიმართება იმ ილეთებისა და იარაღის სახეობების დემონსტრაცია, რითაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, ე.წ. საჩვენებელი გამოსვლა. მსვლელობაში, რომელიც 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება, მონაწილეობას 10 “შავფაროსანი” მიიღებს.

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობას “NATALE DI ROMA” -ზე?

საქართველოს წარმომადგენლების მიწვევა ფესტივალზე იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ძალისხმევის დამსახურებაა. ცნობილია, რომ ფესტივალში მონაწილეობენ ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ ანტიკური, იმპერიული და მონარქიული პერიოდის რომის იმპერიას, ან ისტორიულად დაკავშირებულნი არიან ამ პერიოდთან. ორგანიზატორებს კი საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველო-რომის ისტორიულ ურთიერთობებზე. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ კოლიზეუმში გამოსახულ რუკაზე საქართველო არ არის აღნიშნული და ჩვენს ტერიტორიას “Amenia” აწერია. ადგილობრივი ქართველების მიერ ორგანიზატორებისთვის ფარსმან ქველის ისტორიის გაცნობამ და იმ ისტორიული ურთერთობების დეტალურად წარმოდგენამ, რაც ჩვენს ქვეყანასა და რომის იმპერიას აკავშირებდა საუკუნების მანძლზე, შედეგი გამოიღო და 2012 წელს, რომის დაარსების 2765-ე წლისადმი მიძღვნილ ფესტივალზე საქართველოც იქნა მიწვეული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენთვის ფარსმან ქველის მიერ გაკვალული გზის გაგრძელებაა.

რომში მცხოვრები ქართველების გარდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის რეალურად განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვნის “ბანკ კონსტანტას”, რომლის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე „შავფაროსნები“ ვერ შეძლებდნენ საქართველოს სახელის გატანას ევროპული ცივილიზააცის გულში.

როგორ ფიქრობთ, შეძლებენ “შავფაროსნები” ღირსეული შთაბეჭდილება დატოვონ ფესტივალის სტუმრებზე?

ჩვენს ჩასვლას რამდენიმე სახის ეფექტი ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საქართველო-რომის ისტორიული ურთიერთობების გაღრმავება. ასევე, ღონისძიებაზე მოხდება ქართველი ემიგრანტების გაერთიანება, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმის ორგანიზებაში.

ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს და არაერთ პროექტში გვიმონაწილევია. არა მხოლოდ ჩავიტანთ ქართულ იარაღსა და საჭურველს, არამედ გამოვიყენებთ კიდეც მათ. ჩვენთვის დიდი პატივია, საქართველო წარმოვადგინოთ ევროპული ცივილიზაციის გულში, ქალაქ რომში და ვეცდებით, არ შევარცხვინოთ საქართველო და ფარსმან ქველის მიერ დატოვებული კვალი გავაცოცხლოთ ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში.

ფესტივალი რომში 20–22 აპრილს გაიმართება.

“ამბიონი” ფესტივალის მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი