მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სავანის წმინდა გიორგის ეკლესია – საჩხერის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.10.2021 | 703 ნახვა

სავანის წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მდებარეობს.

ტაძრის სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი − 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთის შესასვლელის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა − კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან. ეკლესიაში არის XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელი, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი