მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.11.2018 | 1,080 ნახვა

სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი ფრაგმენტები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეროვნული მუზეუმს გადასცა.

სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები 8 ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება და დროთა განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან კონსოლიდირდება.

„ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. პატარა წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი (1171 წ.) საზღვრავს და საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელსაც აქამდე მეფე გიორგი-ლაშასთან იყო გაიგივებული, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.

ახლადმიკვლეული ფრაგმენტის ხელოვნების მუზეუმში დაცულ კანკელთან იდენტიფიცირება ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი გაგოშიძისა და თამაზ გოგოლაძის მიერ განხორციელდა, რომლებიც ამ დასკვნამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ. კანკელის ახლადაღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: “[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)” ფრაგმენტის ტექსტი თამაზ გოგოლაძემ წაიკითხა, ხოლო მასზე მითითებული თარიღი კი ხელოვნებათმცდონე თემურ ჯოჯუას მიერ დაზუსტდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიის ინფორმაციით, სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით მე-5 თვეა მიმდინარეობს. „პროექტი სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ თანადაფინანსებით მიმდინარეობს და ის საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „არემჯის“ შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, 2017 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ყველანი ამ ისტორიულ ფაქტის მომსწრენი და მონაწილეები გავხდით. სათხის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესის დროს აღმოჩენილი კანკელის ფრაგმენტები, ეროვნული მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან გაერთიანდება. აღნიშნულ პროექტში, რომელიც სათხის ეკლესიის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციასთან ერთად მთელ რიგ სამეცნიერო პროცესებს და კვლევებს მოიცავს, პროფესიონალთა მთელი გუნდია ჩართული. მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივა, რომელმაც დასაბამი დაუდო ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი