მთავარი » ფოტორეპორტაჟი

შატილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2011 2 კომენტარი | 4,756 ნახვა

შატილი

სოფელი შატილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), ჩეჩნეთის საზღვართან, ზ.დ. 1400 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან კი 160 კმ-ში მდებარეობს. ასეთი მდებარეობა სოფელს ავალდებულებდა, ციხე-სიმაგრეობა გაეწია და საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ჩრდილოეთიდან გადმომავალი გზები შეეკრა.

შატილამდე მიმავალი ერთადერი ვიწრო გზა არღუნის ხეობას მიუყვება. ბრტყელსახურავიან სახლებსა და კოშკურ საცხოვრებლებს შორის ვიწრო ქვის ქუჩე-კიბე ადის. კოშკებს შორის აქა-იქ შემორჩენილია ძელებისგან შეკრული ფიცარნაგი-მათი მეშვეობით მტრის შემოსევის დროს შესაძლებელი იყო სოფლის შემოვლა ქუჩაში ჩამოუსვლელად. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად შემონახული სახით შემოგვრჩა.

შატილი ერთ მთლიან ქვა-ციხეს წარმოადგენდა. აქ ძირითად შენობებს ქვითკირები, კოშკური სახლები და კალიოანი სახლები წარმოადგენს. ქვითკირები შიგნიდან და გარედან დახუნძლული იყო ნაირგვარი ქვის და ხის კიბეებით, წინგარდებით, ბანიკებით, ღია თუ დახურული აივნებით, გადასასვლელ-გადმოსასვლელებით. ქვითკირები მიჯრით მიშენებულია ერთმანეთს. ბევრგან ერთი კედელი მეორეს საფუძველია. გაოცებას იწვევს შატილის გეგმაზომიერი, აზრიანი მშენებლობა. ძირითადი სამშენებლო მასალაა ნატეხი ქვა, რიყის ქვა და ფიქალი. ნაგებობები არასტანდარტული და ერთმანეთისგან განსხვავებულია.

შატილი ერთადერთი სოფელია ხევსურეთში, და ალბათ, საქართველოშიც, სადაც აქამდე შემორჩა სოფლის საერთო თავშეყრის ადგილი – საფიხვნო. საფიხვნო ერთგვარ აღმზრდელობით და მომავალი თაობებისთვის ტრადიციების სწავლების ინსტიტუტსაც წარმოადგენდა. აქ ხელსაქმობდნენ მამაკაცები. ადრე თოფის წამალსაც აქ ამზადებდნენ.

დროდადრო შატილში მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. რამდენიმე წლის წინ ძველი შატილის რესტავრაცია ჩატარდა. მაგრამ ზამთარში მძიმე პირობების გამო, შატილი და განსაკუთრებით შორეული სოფლები მოსახლეობისგან დაიცალა, ხალხის მთაში დაბრუნების იმედი კი უკვე აღარ არის.

თეონა ნოზაძე
ფოტო ბაია ლომსაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • დავით ქორიძე says:

    ფანტასტიური ადამიანი ხარ შვილო, ღმერთმა დაგლოცოს და გაგამარჯვებინოს.
    შენნაირების გამოა ჩვენი უწმინდესი რომ ბრძანებს “საქართველო გაბრწყინდებაო”
    იცის ბრძენმა წმინდანმა, რომ თქვენნაირი შემართებული და მებრძოლი ქართველები
    დედა სამშობლოს არ დაელევა.
    იხარე და გაგვახარე საინტერესო და სასარგებლო სტატიებით.

    დავითი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი