მთავარი » ეკლესია-მონასტრები

შატბერდი – ტაო – კლარჯეთი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2020 | 6,078 ნახვა

შატბერდი, შატბერთი — IX საუკუნის ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში, დღევანდელ თურქეთში; „დიდებულ ლავრად“ წოდებული. აშენდა უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე-მთავრის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით აიგო. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი; აქ შეიქმნა „შატბერდის კრებული“, გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები.

როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.

„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, – მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.

აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ – ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში – ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.

გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ძეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.

შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).

დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები – დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის სტუმრობისგან მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს. თუმცა ტაძარი ნაკელითაა სავსე…




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი