მთავარი » ქრისტიანობა

სასწაული ქაშუეთის ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2011 23 კომენტარი | 29,453 ნახვა

წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიაში მაცხოვრის ხატი “პირი ღვთისა” სასწაულებრივად აღიბეჭდა მინაზე.

ამ სასწაულის ხილვა ყველა მსურველს შეუძლია. საეკლესიო ისტორიაზე დაყრდნობით, ანჩისხატის, იგივე ,,პირი ღვთისას” ხატს, მეტად საინტერესო ისტორია აქვს.

პირი ღვთისა ,,პირი ღვთისას” შექმნის ისტორია იესოს ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდს უკავშირდება.

იესოს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს, პირველივე საუკუნეში საეკლესიო ისტორიის მიხედვით ვიცით, რომ ედესის მმართველი გახლდათ ავგაროზი, რომელიც დასნეულებული ყოფილა და მან ჩვენს მაცხოვართან, იესო ქრისტესთან გაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელსაც წერილიც გაატანა. წერილში ეწერა, რომ ავგაროზ მეფე დასნეულებული იყო და სთხოვდა მაცხოვარს, განეკურნა იგი.

მაცხოვარმა უარი თქვა ედესაში წასვლაზე. მაშინ ავგაროზმა კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა. სურდა, რომ ჰქონოდა იესოს ხატი, რადგან სწამდა, შეხედავდა და განიკურნებოდა.

თუმცა მხატვარმა ვერ შეძლო დაეხატა მაცხოვრის სახე. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, დაასველა და სახეზე მიიფარა. ტილოზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.

ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის საოცრებათა საოცრება. ეს არის პირველი ხატი დედამიწის ზურგზე, მაცხოვრის პირველი ხატი. ამიტომაც ჰქვია მას ,,პირი ღვთისა.”

წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი:

,,ქაშუეთის ტაძარში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დასავლეთის მხარეს იყო დაბრძანებული.

მოგეხსენებათ, აქ ბევრი სანთელი ინთება და, აქედან გამომდინარე, შეფერილი, დამტვერილია ხოლმე კედელი. ამ ადგილზე შევნიშნეთ სიცარიელე, სითეთრე, თვითონ ხატი კი არ ჩანდა. რა თქმა უნდა, დავუწყეთ ძებნა. როდესაც მივაგენით, მის ქვემოთ დაბრძანებულ, აღდგომის ხატის გამოსახულების უკან იყო ჩაცურებული.

ამოვაბრძანეთ და გვინდოდა, უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ შევამჩნიეთ, რომ ხატი თავისი შუქ – ჩრდილებით იყო მინაზე გადასული.

შესაძლოა ვიფიქროთ, ხატი მინაზე შეხების შედეგად გადავიდა, მაგრამ აქ არავითარი შეხება ხატსა და მინას შორის არ ყოფილა. ასევე, არანაირი მზის სხივი იქ არ ხვდება, რომ მზის სხივის მოქმედებაზე ვივარაუდოთ.

ეს გახლავთ სასწაულებრივი გადასვლა მაცხოვრის ხატისა.

ხატს სხვა მინა გავუკეთეთ და ისევ თავის ადგილზე დავაბრუნეთ, ხოლო მინაზე გადასული ხატება ცალკე არის დაბრძანებული.

ყველას შეუძლია, რომ მოვიდეს ქაშუეთის ტაძარში და ნახოს სასწაულებრივად მინაზე გადასული ხატი.

ჩემი შეხედულება ამ ყოველივესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ღმერთი არსებობს და იარსებებს, მაგრამ თვითონ ადამიანი როგორ ამჩნევს უფლის მყოფობას თავის ცხოვრებაში, ეს უკვე იმ პიროვნების მდგომარეობიდან არის გამომდინარე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაძლიერებულია იგი სულიერებაში.

შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მაინცდამაინც სასწაული უნდა იხილოს, რომ მორწმუნე გახდეს. მაგრამ სასწაული არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება? ამჩნევს თუ არა ადამიანი ამ ყველაფერს, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განათლება აქვს მას მიღებული.

არის ასეთი გამოთქმა: “ერი უსწავლელი ეძებს სასწაულსა”.

არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმ კუთხით, რომ აუცილებლად სასწაული უნდა ვიხილოთ, რათა მორწმუნე გავხდეთ. თუ ვერ გავხდით სასწაულის ხილვის ღირსი, გამოდის, არასდროს უნდა ვირწმუნოთ? – ამგვარი დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით, ადამიანი თუ ჩაიხედავს საკუთარ ცხოვრებაში, ნათლად დაინახავს, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება აღსავსეა სასწაულებით.

ზოგადად, ადამიანი სულიერებაში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა უახლოვდებოდეს უფალს
სულიერი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ადამიანი უნდა იყოს ეკლესიური, პირველ რიგში, ყავდეს მოძღვარი, რომელიც დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. მოძღვართან არა მარტო ცოდვებზე უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზეც, თუ რა შეგვიძლია, ან არ შეგვიძლია.

მოძღვარი გაითვალისწინებს ადამიანის სულიერ, ფიზიკურ შესაძლებლობებს და იქიდან გამომდინარე მისცემს კურთხევას, თუ რა უნდა შეასრულოს მან, რომ ღვთის სათნო საქმეებით იცხოვროს და ცათა სასუფევლისკენ სავალ გზაზე იაროს.”

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

23 კომენტარი »

  • ფიქრია says:

    ნამდვილი სასწაულია,უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას

  • მარი says:

    გმადლობთ. ძალიან საინტერესო სტატიაა.

  • ნატო says:

    მართლაც რომ ნამდვილად სასწაულია.გვფარავდეს უფალი აწ და მარადის.

  • მარინა კურტანიძე says:

    რა დიდი სასწაულია.შეგვეწიოს უფალი.

  • ხათუნა says:

    ღმერთო დაგვიფარე,ღმერთო დაიფარე სრულიად საქართველო და ჩვენი პატრიარქი, ღმერთო შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი.

  • გულნაზი says:

    მართლაც რომ სასწაულია, ეს ყოფილიყოს საქართველოს გამთლიანების და ქართველი ერის ერთიანობის ნიშანი.

  • ლია says:

    martla saswaulia,ghmertma gadmoxedos mtel qartvel ers da sarwmunoebashi gadzlierebuliyos.

  • მარინე says:

    უფალი შეეწიოს სრულიად საქართველოს!!!

  • თამარი says:

    დიდება უფალს!!! დიდება!!!!

  • ნინო says:

    ყოველთვის მიგრძვნია მძიმე წუთებში უფლის მფარველობა,მადლიბა უფალს. ღმერთმა დაიფაროს და აძლიეროს სრულიად საქართველო.
    დიდება უფალს!!!

  • დიდ ხარ შენ უფალო…ვინ ჩაწვდება უფლის ძალასა და შესაძლებლობას….დაე,საქართველოში დაბრძანებულმა ,,ანჩის ხატმა”,პირმა უფლისამ” ინებოს ჩვენ ცოდვილთათვის ნამდვილი სასწაული და ჩვენ უღირსობას,ურწმუნოებას შეეწიოს და მოგვაქციოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე სრულიად საქართველო…!!!!ამინ!

  • დარო says:

    ყოველთვის მიგრძვნია მძიმე წუთებში უფლის მფარველობა,მადლიბა უფალს.
    ნამდვილი სასწაულია.დიდება უფალს

  • ტრისტანი says:

    დიდება უფალს!!!

  • სალომე says:

    უფალო დიდება შენდა! შეგვეწიე ჩვენ ცოდვილებს და გაგვაძლიერე რწმენაში
    ყოველთვის ვგრძნობ უფლის მფარველობას და შემწეობას, რამდენჯერ მომხდარა სასწაული ჩემს ცხოვრებაში, თავად ჩვენ რო ვარსებობთ ესეც ხომ სასწაულია.
    მადლობა უფალო ყველაფრისთვის
    უფალო გადაარჩინე, გაამთლიანე და დაიფარე საქართველო!

  • ნათია says:

    დიდება უფალს.მართლმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტია.
    იეღოველებმა და სხვა სექტანტებმა ნახონ,იქნებ დაფიქრდნენ.

  • გიორგი says:

    ეს ხატ დიდი ხანია ჩვენს ეკლესიაშია, მართლა დიდი სასწაულია მადლობა უფალს

  • ფატი says:

    დიდება უფალს ასეთი სასწაულებისთვის! მიკვირს იმ ხალხის ვისაც საერთოდ არ წამს უფლის არსებობის :X ძალიან კარგი სიტყვებია, კარგი სტატიაა, გაგახაროს უფალმა მორწმუნეობისთვის !

  • სოფო says:

    დიდება უფალს და მის უსაზღვრო მოწყალებას.უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი.
    დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო.

  • maka says:

    namdvilad gvtis sachuqaria chveni cxovreba da arseboba

  • nini says:

    uflis wyaloba da mfarveloba ar moklebodes sruliad saqartvelos da qartvel xalxs

  • ძალიან ვწუხვარ თუ ჩვეულებრივ ფიზიკურ-ქიმიური პროცესის აღწერით ვინმეს დაბრკოლებას შევუქმნი. მე არა ერთხელ შევხვედრივარ მინაზე რაიმე გამოსახულების გადასვლის (აღბეჭდვის) ფენომენს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ხატებს არ ეხება. ამავე დროს, ტემპერით ( კვერცხის გულის ბაზაზე დამზადებული საღებავი) დაწერილი გამოსახულებები ძალიან სუსტად აისახებოდნენ მინაზე, ხოლო ფერწერული ტილოებიდან გადასული ანაბეჭდები გაცილებით მკვეთრი და კონტრასტული იყვნენ. 80-იანი წლების დასაწყისში ვლადიმირის ოლქის ქალაქ გუს-ხრუსტალნიში მინის ქარხანაში მუშაობა მომიწია. სწორედ იქ პირველად გავიგე მინის მიერ ტყვიის მოლეკულების მიზიდვის შესახებ. თანაც, ეს საუკეთესო ხარისხის მინას ახასიათებს. ყველაზე კარგად კი ბროლის ხარისხის მინა იზიდავს ტყვიას.
    მოგვიანებით, ტრეწიაკოვკის გალერეეის რესტავრატორებთან ურთიერთობისას მე მივხვდი რატომ არ აქვს ბევრ ფერწერულ ნამუშევარს მინის საფარი: ტყვიის შემცველი თეთრი საღებავების გამო დროთა განმავლობაში საფარი მინა იბურება და ხშირ გამოცვლას საჭიროებს.
    ოთხმოცდაათიან წლებში კიევთან ახლოს ვმსახურობდი და შევამჩნიე, რომ ადგილობრივი მოსახლეების სახლებში, მინის ქვეშ დაცული ხატები ჭუჭყიანი ჩანდნენ. მე ვცადე ისინი გადამეწმინდა, მაგრამ ახლოს დაკვირვებისას დავინახე-მტვრის ნაწილაკები მინაზე ქვევიდან იყვნენ აკრული და ხატების ფერადოვნებას ფარავდენ. ერთ მოხუცს კი კიოტი დაშლოდა და ახალში ისევ ძველი მინა შემობრუნებულად ჩაესვა, (როგორც მახოვს „ახლიაღთქმისეული“ სამების ხატი იყო) რის გამოც, ხატის გამოსახულება მინაზე ორჯერ, მაგრამ სხვადასხვა მხარეს აღიბეჭდა.
    ასევე მინახავს მეოცე საუკუნის 40-იანი წლების თვითნასწავლი მხატვრის მიერ დახატული შევჩენკოს და ვოროშილოვის პორტრეტებიდან მინაზე გადასული გამოსახულებებიც.
    შემჩნეულია, რომ მინაზე აღბეჭდილი ყველაზე მეტად კონტრასტული და მკვეთრი გამოსახულებები ღვთისმოსავ მფლობელებს აქვთ. რატომ? იმიტომ რომ ისინი გულმოდგინედ წმენდნენ მტვერს ხატებიდან და თავად ქმნიდენ ელექტროსტატიკურ მაგნიტურ მუხტს, რომელიც ქვევიდან ტყვიის მიკრო ნაწილაკებს კიდევ უფრო იზიდავდა და ანაბეჭდიც უფრო მკვეთრი ხდებოდა.
    ერთადერთი, რაც მე მაკვირვებს და პასუხს ვერ ვპოულობ, არის : მოოქროვებული ფონის და ოქროს დეტალების გასწვრივ რატომ არ ჯდება ტყვიის ნაწილაკები?
    საინტერესოა ის, რომ საუკეთესო ხარისხის თანამედროვე მინას უკვე აღარ შეუძლია გამოსახულების აღბეჭდვა, რადგან მათში ბევრი შერეული პოლიმერია. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ არაამრეკლავ მინებს. ამიტომაც მათ თამამად იყენებენ მუზეუმებში. მაგრამ ისინი ყოველთვის კარგად ვერ შლიან შუქს, რაც ნახატს (მაგ. ფუნჯის ან მასტეხინის მონასვამს ) რელიეფურობას უკარგავს. ამიტომაც ასეთი მინები ჩვეულებრივ მინასთან შედარებით წამგებიანია და ხელოვნების ნიმუშს ბეჭდური რეპროდუქცის მსგავსს ხდის. (სწორედ ამიტომაც სადაოა : არის კი ლუვრში გამოფენილი ჯოკონდა ნამდვილი თუ მხოლოდ მისი რეპროდუქცია?)
    უეჭველია, რომ ის რომ “Призри на смирение“ ხატი სასწაულმოქმედია , მაგრამ არა მინაზე გადასული ანაბეჭდის გამო

    ვრცლად http://tornikesshemecnebiti.blogspot.com/2015/03/blog-post_15.html

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი