მთავარი » ქრისტიანობა

სასწაულებრივი განკურნება – წმ. სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2018 | 1,240 ნახვა

წმ. სერაფიმე საროველი 1901 წელს ნატალია მირონოვიჩი წერდა თავის ქალიშვილს ოლღას სასწაულებრივ განკურნებაზე:

ჩემი ქალიშვილი სწავლობდა პეტერბურგში. ავად გახდა უცნაური დაავადებით, ფეხზე გაუჩნდა წითელი ლაქები, რომელიც მთელ სხეულზე გადაუვიდა, გახდა, ძალა დაკარგა. მოვიწვიეთ კონსილიუმი. მათ ვერ განსაზღვრეს დაავადების ხარისხი და გვირჩიეს, წაგვეყვანა სამხრეთში ჰაერის გამოსაცვლელად. ჩათვალეს, რომ პეტერბურგის ნესტიანმა ჰავამ ავნო. გოგონას შეჰპირდნენ სახელმწიფო ხარჯზე გამგზავრებას.

მე ბევრი მსმენოდა მამა სერაფიმეს სასწაულების შესახებ და საროვოში გავგზავნე თხოვნა, გადაეხადათ პანაშვიდი მამა სერაფიმეს საფლავზე და გამოეგზავნათ წყალი. ჩემი ქალიშვილი იწვა სასწავლებლის საავადმყოფოში. როდესაც პანაშვიდი გადაიხადეს, სხეულზე ლაქებმა იწყო გაქრობა. მეორე დღეს ყველა ლაქა გაქრა. ექიმი განაცვიფრა ასეთმა სასწაულებრივმა განკურნებამ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.