საღვთისმსახურო ჭურჭლის მნიშვნელობისთვის

წმინდა ბარძიმი წარმოადგენს მოგრძო ფეხის (სადგამის) მქონე ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ სასმისს, რომელშიც საღვთო ლიტურგიის აღსრულების დროს, წყლით განზავებული ღვინო, გარდაიქმნება (გარდაისახება) იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად. ბარძიმი სიმბოლურად დაკავშირებულია იმ სასმისთან, რომელზეც მაცხოვარმა მოციქულებს მიუთითა სიტყვებით: „სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26:27-28). წმინდა მამათა სწავლებით: „ბარძიმი არს ნაცვალად ჭურჭლისა, რომლისაგან მიითუალა სოფელმან და წარმართთა ეკლესიამან გარდამოცემული სისხლი და წყალი უხრწნელისა გუერდისაგან და ხელთა და ფერხთაგან ქრისტესთა, განმწმედელი ყოველთაჲ“.
ფეშხუმი ეს არის დაბალფეხიანი, ასევე ძვირფასი მეტალისგან დამზადებული მრგვალი ფორმის თეფში (სინი). მასზე განთავსდება პური (სატარიგე ძღვენი), რომელიც საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს გარდაიქმნება (გარდაისახება) იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად. წმინდა მამათა სწავლებით: „ფეშხუმი არს ნაცვალად ხელთა იოსებისთა და ნიკოდიმოჲსთა, რომელთა დაჰმარხეს ქრისტე, ხოლო გამოითარგმანების – ტვირთული ქრისტე“.
ლახვარი არის ბასრი ორლესული საჭრისი, რომლითაც იკვეთება სეფისკვერი და ამოიღება (ამოიყვანება) სატარიგე ძღვენი. იგი სიმბოლურად დაკავშირებულია იმ ლახვართან, რომლითაც „ერთმა მხედართაგანმა“ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს გვერდში უგმირა.
კოვზის საშუალებით მორწმუნეები ეზიარებიან უწმინდეს ძღვენს – იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლს და ხორცს. წმინდა მამათა სწავლებით: „კოვზი იგი ზიარებისაჲ სახე არს მარწუხისა მის, რომელი იხილა ესაია, რამეთუ მიიღო სერაბინმან ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ და შეახო ბაგეთა მისთა“.
მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
How have their designs and usage evolved over time, and are there variations in their usage across different Christian denominations or cultural contexts? Additionally, how are these liturgical vessels prepared or sanctified before their use in the divine liturgy? Tel U