მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სარკის წმ. გიორგის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.06.2010 24 კომენტარი | 27,291 ნახვა

სარკის წმ. გიორგის მონასტერისარკის წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის.მონასტერში დაბრძანებულია და ინახება უძველესი და სასწაულმოქმედი წმ. გიორგის ხატი.

სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე.

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში. ეკლესია არაერთხელ გაუძარცვავთ თავის დროზე, ბოლოს 2009 წელს გაძარცვეს.

1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

სოფელ საღოლაშენთან არის “დედოფლის მინდორი” და “დასასრულად” წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს არ უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს,რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა.ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ “დასარყულ” მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყეს წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში.

დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12.6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ბემით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში მოსაძღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი.

მკლავებში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – რვა. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. დაბალი გუმბათის ყელი გარედან რვაკუთხაა და შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღედით. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით. მოხატულობა ახალია.

1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

სარკის მამათა მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებულია და არის მოქმედი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

24 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი