მთავარი » ქრისტიანობა

სარკინოზის გაქრისტიანება – წმ. ნიკოლოზის სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2020 | 156 ნახვა

შავი ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქი სპოლიტისი სრუტით იყო გამოყოფილი სარკინოზებით დასახლებული ქალაქისაგან. იმ ქალაქის ერთ-ერთი მდიდარი სარკინოზი ზღვაზე სეირნობისას ბერძნებმა შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. იქ მას სულ ესმოდა როგორ მიმართავდნენ მისი თანასაკნელები ვინმე ნიკოლოზს თხოვნით.

ერთხელაც ჰკითხა მათ:

მაინც ვინ არის ის ნიკოლოზი თქვენ რომ უხმობთო?

ერთმა ტუსაღმა უამბო ყველაფერი, რაც წმინდა ნიკოლოზზე იცოდა და გაანდო ქრისტიანული რწმენის მთვარი ჭეშმარიტებანი.

სარკინოზის გულში ამ საუბარმა ნაყოფი გამოიღო, ძალიან ააღელვა ქრისტიანის ნაამბობმა, ღამით კი თვითონაც იწყო ლოცვა წრფელი გულით:

უფალო, შენ თუ მართლა ჩვენს სახსნელად ჩამოხვედი დედამიწაზე, მაშინ გამოგზავნე ჩემს საშველად წმიდა ნიკოლოზი. მან გამომიხსნას ტყვეობისაგან და მაშინ მე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდები.

ამ ლოცვებში ჩაიეძინა. სიზმრად წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შეეხო მის ბორკილებს და უთხრა:

ქრისტე, რომელსაც შველა შესთხოვე, გათავისუფლებს შენ. წადი მშვიდობით და არ დაგავიწყდეს იმ აღთქმის შესრულება, რასაც დაპირდი, თორემ, იცოდე ცუდი დღე დაგადგებაო.

ამ სიტყვებზე სარკონოზს გაეღვიძა და ნახა, რომ თავის სახლში წევს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს რომ მოეგო და დაწყნარდა, ცოლ-შვილთან ერთად მადლობა შესწირა ღმერთს ხსნისათვის.

ეს ამბავი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა სარკინოზთა ქალაქში და მრავალი უსჯულო მოექცა ქრისტეს სჯულზე. მეორე ღამით წმიდა ნიკოლოზი ისევ გამოეცხადა სარკინოზს და უთხრა:

ჩაჯექი ახლავე ნავში და გასცურე ბერძნებისაკენ. უამბე მათ, როგორ გაგათავისუფლე საპყრობილიდან, თორემ მათ ჰგონიათ, რომ დარაჯები მოისყიდე და მათ დასჯას აპირებენო. შენი თავის დარდი ნუ გექნება, მეც შენთან ერთად ვიქნები და ვერავინ გაგიბედავს შეხებას.

უამბო გაღვიძებულმა სარკინოზმა ამ ხილვის შესახებ თავის მეუღლეს. ყურიც არ ათხოვა მის მუდარას არ წასულიყო ბერძნებთან და თავი არ ჩაეგდო ასეთ საფრთხეში:

წმიდა ნიკოლოზს ძალუძს მეორეჯერაც მიხსნას მე საფრთხისაგანო. – ასე დააიმედა ცოლი, ჩაჯდა ნავში და გასცურა მტრის ქალაქისაკენ. იქ მისულმა ყველას უამბო რა საოცრებაც გადახდა თავს და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნების ნავები აედევნენ, მშვიდობიანად დაბრუნდა შინ. სულ მალე კი იერუსალიმს გაემგზავრა ოჯახთან ერთად და დაპირებისამებრ მოინათლა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი