მთავარი » ფოტორეპორტაჟი

საქველმოქმედო კონცერტი “არტ ჰოლში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.06.2012 ერთი კომენტარი | 3,604 ნახვა

საქველმოქმედო კონცერტი

3 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, “არტ-ჰოლში” ინტერნეტჟურნალ “ამბიონისა” და საქველმოქმედო ფონდ “ბარაკონის” ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც გლდანის რაიონში წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის დასახმარებლად მოეწყო.

კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდი – “მადლი”, “ბარაკონი”, “ხერთვისი”, “გოგოჭურები”, “ერთაწმინდა”, “მოძახილი”, “ფერხისა”, “ქალდეა”, “ვარძია”…

დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ინტერნეტჟურნალ „ამბიონის“ ხელმძღვანელი): “დიდ მადლობას ვუხდი საქველმოქმედო კონცერტში მონაწილე თითოეულ ადამიანს.

ჩვენს ეკლესიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. გადაწყვეტილი გვაქვს ავაშენოთ დიდი კომპლექსი, სადაც იქნება საეკლესიო ხელოვნების სკოლა, კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდა ოჯახების დაგეგმარების ცენტრი. ჩვენს ტაძართან უკვე არსებობს ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”, რომლის ხელშეწყობითაც მოეწყო დღევანდელი საქველმოქმედო ღონისძიება. “ამბიონი” სამი წელია არსებობს. საიტზე განთავსებულია 1 500-მდე საზოგადოებრივ-რელიგიური თემატიკის სტატია. ყოველდღიურად 2 500-მდე მკითხველი გვსტუმრობს. სამი წლის განმავლობაში კი “ამბიონის” გვერდი 700 000-მდე ადამიანმა მოინახულა.

ambioni.ge

დღევანდელი დღისთვის ასევე დიდ მადლობას ვუხდი საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ანსამბლ “ბარაკონს”.

ეს არის ჩვენი პირველი მცდელობა და მომავალში იმედი მაქვს, უფრო დახვეწილი პროგრამით წარვსდგებით მაყურებლის წინაშე.”

შეგახსენებთ, ღონისძიებიდან შემუსული თანხა მოხმარდება გლდანში წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობას.

ანგარიშის ნომერი: GE97 TB11 3143 6080 1000 02

ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნინო says:

    მოგესალმებით მეგობრებო ნინო არჩვაძე , ჩემს 12 წლის მარიამ ნოზაძეს 15მეტე დღეა რაც ფილტვზე სივსივნე დაუდასტურდა , მარიამი რომ განიკურნოს სივსივნისგან და დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას ამისთვის ესაჭიროება თურქეჩი ოპერაცია რომელიც ღირს 20000დოლარი , ამიტომ ვწერ დახმარების მიზნით განცხადებას , ძვირფასო მეგობრებო ვინც კი ნახავთ ამ განცხადებას იქნებ რამდენსაც გაიმეტებთ იმდენი გადაურიცხოთ მარიამს ანგარიშზე თუნდაც ლარი იყოს წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ყველას ამ სიკეთისთვის ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველაფერი , ბარათის რეკვიზიტებია GE81BG0000000498936215

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი