მთავარი » სხვადასხვა

საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2012 | 1,836 ნახვა

28 აპრილს, 14:00 საათზე საქველმოქმედო ფონდი “იმედის ხელი” ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებული ახალგაზრდა ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია–მარათონს გამართავს.

ონკოლოგიური პაციენტი კონცერტს მასპინძლობს “თბილისი არტ ჰოლი”, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “ერთსულოვნების” არხებზე გადაიცემა.

აქცია–კოცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: თემურ წიკლაური, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი, ნინი შერმადინი, გია დავითიანი, ეთერ კაკულია, ანი სირაძე, “ქართული ხმების კვარტეტი”, ანსაბლი “შვიდკაცა”, “თეატრალური კვარტეტი” და სხვები.

კონცერტს წარუძღვება პოეტი ნანა ცინცაძე.

დავით დურგლიშვილი (საქველმოქმედო ფონდ “იმედის ხელი”-ს ხელმძღვანელი): “კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება ოთხ ბენეფიციარს, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა როგორც ჯამრთელობის, ასევე სოციალური პირობების მხრივ. მომღერლები და რიგი კომპანიები მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ვთხოვ, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესა თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველს, ნორჩ პაციენტებს, თავიანთი დახმარებით, შანსი მისცენ უკეთ იგრძნონ თავი. მათი სიცოცხლე უფლისა და ჩვენი ქველმოქმედების ხელშია”.

აქცია-კონცერტი თანხის გადმორიცხვა მოხდება როგორც მარათონის მსვლელობისას, ასევე მისი დამთავრების შემდგომ. საქველმოქმედო აქცია–მარათონში ქველმოქმედებით მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ორგანიზაციასა და ბიზნეს კომპანიას, სატელეფონო ზარის განხორციელებით ნომერზე 0901-700-599, საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით და სატელეფონო ცხელ ხაზზე ოპერატორთან დაკავშირებით თანხის დაფიქსირება შეგიძლიათ ნომერზე: 227–40–75 და 595–55–24–24.

კონცერტზე შედგება ახალი სიმღერის პრემიერა, სიმღერის ავტორის დავით არჩვაძისა და “ქართული ხმების კვარტეტის” შესრულებით. სიმღერის ლექსი ეკუთვნის ნანა ცინცაძეს. სიმღერა ია შამუგიასა და მარიამ კასრაძის ხსოვნას ეძღვნება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი