მთავარი » სხვადასხვა

საქველმოქმედი კონცერტი ეკლესიის დასახმარებლად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.06.2012 | 1,956 ნახვა

3 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, 13:30 სთ-ზე არტ-ჰოლში (ცოტნე დადიანის №26) ინტერნეტჟურნალ “ამბიონისა” და საქველმქმედო ფონდ “ბარაკონის” ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც გლდანის რაიონში წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის დასახმარებლად ეწყობა.

ღონისძიებიდან შემუსული თანხა მოხმარდება წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობას.

კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდი, “ბარაკონი”, “ხერთვისი”, “გოგოჭურები”, “ერთაწმინდა”, “მოძახილი”, “ფერხისა”, “ქალდეა”, “ვარძია”…

წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესია

ბილეთების შეძენა შესაძლებელია წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მაღაზიასა და ტელეფონზე შეკვეთით:

მის. ხიზანიშვილის 70 ა, გლდანის V-VI მ/რ შორის.

საკონტაქტო პირი: ნინო 591 00 15 75; თამარი 555 40 47 32.

შეგახსენებთ, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა. ტაძრის მშენებლობას სათავეში უდგას დეკანოზი დავითი (დათუაშვილი). ტაძარი ღვთის შეწევნით, მხოლოდ მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობების საფუძველზე შენდება.

პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო. 2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ სამრეკლოს მშენებლობაში.

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE97 TB11 3143 6080 1000 02
მიმღები: თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი