მთავარი » კულტურა

საქართველოში “თბილისიმარათონი” იმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2012 | 1,492 ნახვა

2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – “თბილისიმარათონი” გაიმართება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება საქართველოში და ამავდროულად, საქველმოქმედო ხასიათისაა. თბილისმარათონი პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით ხოციელდება და მისი მხარდამჭერი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციაა.

მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს – მოყვარულს თუ პროფესიონალს. “თბილისიმარათონი”-ს მონაწილეები იქნებიან სხვადასხვა კომპანიის და საელჩოს თანამშრომლები, ჰაიდელბერგცემენტი და თბილისის მოსახლეობა.

“თბილისიმარათონი” რეგულარულად ჩატარდება და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს! 2012 წლის ივლისში კომპანია ჰაიდელბერგცემენტსა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა საქართველოში, სპორტული ღონისძიებების, კერძოდ მარათონების, ნახევარმარათონების და გარბენების დამკვიდრება და საზოგადოების მასობრივი ჩართულობა ასეთ აქტივობებში.

“თბილისიმარათონი” წარმოადგენს ჰაიდელბერგცემენტის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების (H&S) პროგრამის განუყოფელ ნაწილს, ამასთან, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი ასპექტია ქველმოქმედება, სწორედ ამიტომ, მარათონზე მონაწილეობის მისაღებად დაწესებულია მონაწილეობის საფასური – 10 ლარი. თანხა, რომელსაც რეგისტრაციის დროს გადაიხდით “თბილისიმარათონის” საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება! ქველმოქმედების მიზნით შერჩეული ბენეფიციარები ღონისძიებაზე გამოცხადდება!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი