მთავარი » ქრისტიანობა

საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობების შესახებ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2020 | 102 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე TV პირველის „დღის ამბების“ ეთერში საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობების შესახებ საუბრობს:

„ეკლესიებს შორის ურთიერთობა სხვა სიბრტყეზე განიხილება, ეკლესიის ერთობა მისთვის დამახასიათებელ, ერისგან განსხვავებულ ურთიერთობებს გვავალებს. აქ ნაკლებად არის ხოლმე პოლიტიკური გავლენება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ეკლესია ყოველთვის ცდილობს ამის დაცვას.

ხშირად გაკეთებულა საკმაოდ მწვავე განცხადებები საქართველოს ეკლესიის მხრიდან, როცა ყოფილა მცდელობა ჩვენი ეკლესიის საშინაო პროცესებში ჩარევისა ან ამის თაობაზე მინიშნებისა.

რაც შეეხება ცალკეული მღვდლემთავრების არაერთგვაროვან განცხადებებს, შესაძლოა ვინმემ გააკეთოს დასავლეთის ან რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლები სიმპათით განწყობილი განცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად საქართველოს ეკლესიას ლოიალური დამოკიდებულება აქვს და თვალს ხუჭავს იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს რუსეთთან ურთიერთობაში.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პრობლემებზე, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში გვაქვს. ხშირად გვითქვამს, რომ ცხინვალის რეგიონში სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი შეთანხმებისა და კანონიკის დაცვის გარეშე აშენდა და იკურთხა ეკლესია; გვისაუბრია, რომ ხშირად აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენთან შეუთანხმებლად ატარებენ ღვთისმსახურებას რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირები და ესეც სრულიად შეუთანხმებელია საქართველოს ეკლესიასთან. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა იერსახეს უცვლიან ქართული კულტურის ძეგლებს. ასე რომ, ამ ყველაფერზე საუბარი მუდმივად არის“.

ვიდეოhttps://www.facebook.com/sap.uwyebaNews/videos/902856826807915




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი