მთავარი » კულტურა

საქართველოს საპორტო ქალაქების ფოტოები საერთაშორისო გამოფენაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.12.2012 | 1,961 ნახვა

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ბიზანტიური კულტურის მუზეუმში, 15 დეკემბერს გამოფენა “ეგეოსის, შავი და კასპიის საზღვაო პორტები” გაიხსნება. ექსპოზიციაზე, სხვადასხვა ქვეყნის საპორტო ქალაქებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ბათუმის, ფოთისა და სოხუმის ისტორიული ფოტოები, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაშია დაცული.

საპორტო ქალაქი

ღონისძიება ეწყობა ევროკავშირის “შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანებული სამოქმედო პროგრამის (2007-2013)” მიერ დაფუძნებული პროექტის “ეგეოსიდან შავ ზღვამდე. აღმოსავლეთის საზღვაო მარშრუტები შუასაუკუნეების პორტებში” ფარგლებში. მისი ორგანიზატორები არიან: ბიზანტიური და პოსტბიზანტიური მონუმენტების ევროპული ცენტრი, ცენტრალური მაკედონიის რეგიონის კულტურის ცენტრი და შავ ზღვაზე ბერძნული ცივილიზაციის განვითარების სწავლების ცენტრი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საპორტო ქალაქების საუკუნისწინანდელი ფოტოები: თესალონკი, კავალა, მარონია, სტამბული, ვარნა, კონსტანტა, ოდესა, ბათუმი, ბაქო, სევასტოპოლო, სოხუმი, ფოთი, სოზოპოლი, თასოსი და სხვ. ექსპოზიციაზე ორგანიზატორები წარმოადგენენ, ასევე, ძველ საფოსტო ბარათებს, გრავიურებსა და რუკებს. გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება.

გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრება საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გარდა, პროექტით დაგეგმილია ეგეოსის, შავი და კასპიის საზღვაო პორტებთან დაკავშირებული დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა, 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, სპეციალური ვებგვერდის შექმნა, გამოცემის მომზადება და კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი