მთავარი » სხვადასხვა

საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრი (22.06. 2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2012 6 კომენტარი | 3,561 ნახვა

ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა მიიღო. შეხვედრას დაესწრო ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

საპატრიარქო მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს.

აღნიშნული პოზიცია იქნა დაფიქსირებული საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდანაც დღეს, 22 ივნისს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბატონი ანდრეა ბრუნო.

უნდა ითქვას, რომ ბატონი ბრუნო გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შესაძლებლობისამებრ დაუმახინჯებლად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს.

ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე.

ბატონმა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი აღნიშნულის გათვალისწინებით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • სალომე says:

    მოგესალმებით, მშვიდობა მოგცეთ უფალმა
    თქვენთან შემდეგი შეკითხვა მაქვს, მაინტერესებს რატომ უნდა დააპროექტოს იტალიელმა ბაგრატის ტაძარი და არა რომელიმე ქართველმა არქიტექტორმა.
    დიდი მადლობა

  • ბუბა2 says:

    თქვენც მშვიდობას გისურვებთ.
    მე როგორც ინფორმაცია მაქვს, იტალიელი არქიტექტორი პრეზიდენტის განკარგულებითაა დანიშნული.
    მართლაც გეთანხმებით ქართველი არქიტექტორი უკეთესად გაართმევდა თავს.

  • ლევანი says:

    იმიტომ უნდა დააპროექტოს იტალიელმა რომ მიშა ნიკოლოზის ძე(მაგარია) ვერაფერს ქართულს ვერ იტანს!

  • lashqari says:

    იყოს ტუნდაც იტალიელი, მხოლოდ გააკეთოს ისე როგორსაც საქარტველო იტხოვს ანუ ხალხი და საპატრიარქო, ლიფტი რა ხუშტურუკიაა?გამოელია მიხოს სათამაშოები?

  • იაგო says:

    რატომ აქვს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს რომის პაპთა ბნელი იდეებითა და უმეცრებით მოღაღადე დროშა სახელმწიფო დროშად?
    რომის კათოლიკური ეკლესიის ორდენია??

  • ზურა says:

    მოგესალმებით რიგითი ქართველი და სშოობლოზე უზომოდ შეყვარებული….ჩემი თხოვნაა მამა ანთიმოზის ინტერვიუ ნახეთ ქართველობაზე და თქვენ თვითონ ნახავთ საით მივდივარ და რატო ვართ ამ დგეში.ეს კაცი ქართველთ მოძულეა და ჩემი აზრით მას არ ააქვს უფლება ილაპარაკოს ქართველობაზე.ესეთი მამაოებით ვკარგავთ ჩვენ ჭეშმარიტებას და უფალთან გვაშორებს.გთხოვთ გულმოდგინეთ შეისწავლოთ ეს ყველაფერი და სათანადო რიაგირებას ელოდება მთელი მართმადიდებელი ერი.ეს კაცი არ უნდა ქადაგებდეს და არც მამაო არ უნდა ერქვას.პატივისცემით მართმადიდებელი ქართველი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი