მთავარი » პოპულარული

“საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის” პრეზენტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2011 ერთი კომენტარი | 1,946 ნახვა

ახალგაზრდა მესხები სასტუმრო “კოპალაში” ორგანიზაციის “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის” პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციაში გაერთიანებული ახალგაზრდები საქართველოში რეპატრიაციის შედეგად დაბრუნებული მესხების თანადგომასა და დახმარებას ცდილობენ.

ალექსანდრე ბეგიაშვილი (“საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის” დირექტორი): არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაცია “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი” 2010 წლის სექტემბერში დაფუძნდა, დღეს კი ოფიციალურად წარვსდექით საზოგადოების წინაშე. ჩვენი ორგანიზაცია 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულ მესხთა სოციალურ – ჰუმანიტარული ქველმოქმედებითაა დაკავებულია. ვიმედოვნებთ, ჩვენს წვლილს იმ დიდ საქმეში შევიტანთ, რასაც დეპორტირებულ მესხთა სამშობლოში ღირსეული რეპატრიაცია ჰქვია.

ვაპირებთ ფართო მასშტაბური სოციალურ – ჰუმანიტარულ აქციების ჩატარებას მესხთა დასახმარებლად.

გვსურს, საქართველოში მცხოვრებ და შემდგომში, რეპატრიაციის შედეგად დაბრუნებულ რეპრესირებულ მესხებს გავაცნოთ საქართველოს ისტორია, საკუთარი ფესვები და წარმომავლობა. დავეხმაროთ მათ ქართული ენის შესწავლაში, რათა თავი საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად იგრძნონ.

ჩვენი მიზანია, მოეწყოს სემინარები, კონფერენციები, ჩატარდეს ექსკურსიები არა მარტო სამცხე-ჯავახეთში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოსა და საღვარგარეთ მცხოვრები მესხებისათვის.
მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდობას დაეხმაროს სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კუთხით მოღვაწეობაში, რაც შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდნენ სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო კომპანიებში.

განხორციელდეს ჯანმრთელობის პროგრამა (პირველადი სამედიცინო გამოკვლევები და ა.შ.), სოციალური მდგომარეობის შესწავლა და მათი ჰუმანიტარული დახმარება, კერძოდ კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში.
“საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი” მზად არის ითანამშრომლოს ამ პრობლემებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი