მთავარი » ხატები და ფრესკები

საქართველოს იმედის ხატი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 19.07.20118 კომენტარი | 3,842 ნახვა

საქართველოს იმედის ხატი

საქართველოს სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით “საქართველოს დიდების” ხატის საფუძველზე იწერება “საქართველოს იმედის” ხატი. უწმიდესის გადაწყვეტილებით ამ ხატის შექმნაში სრულიად საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

“მრავალი სიწმინდე მოვილოცე, მრავალი პატიოსანი ქართველი ვნახე, მაგრამ საქართველოს ეკლესიის დავრდომილებამ და სრულიად დამხობილებამ მაიძულა დამეწერა ეს წიგნი”, – გვაუწყებს 1882 წელს მიხეილ საბინინი და ხატის “საქართველოს დიდების” კომპოზიციას განმარტავს, – “მხატვრობა ზოგიერთი გადმოვიღე წმიდა სვეტიცხოვლის კედლიდან, ზოგი მთის დანგრეული მონასტრების კედლებიდან, ზოგნი დავით ბატონიშვილის ხელნაწერებიდან, შემწეობითა სხვადასხვა მხატვართა ვსრულყავ მხატვრობანი”.

ხატი “საქართველოს დიდება” ძველ უსახელოდ დარჩენილ ანონიმ მხატვართა გენიალური ქმნილებების კოლაჟია. შესაძლებელია, ავტორად სრულიად საქართველო წარმოვიდგინოთ.

მიხეილ საბინინს შემთხვევით არ შეუქმნია “საქართველოს დიდება”. მას სურდა ქართველი ერისთვის შეეხსენებინა, თუ რა დიდებისა და სულიერი საუნჯის პატრონია ქართველი ერი. ეს სულიერი საუნჯე დავანებულია არა მარტო ზეციურ, არამედ მიწიერ საქართველოში იმ სიწმინდეების სახით, რაც აქ, ჩვენთან არსებობს.

დავით კაკაბაძე (ფოკანის სახელოსნოების სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი):

“საქართველოს იმედის ხატის შექმნის იდეა დაებადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ერთ მშვენიერ დღეს დაგვიბარა და გვითხრა, რომ
მ. საბინინის “საქართველოს დიდების” ხატის საფუძველზე შეგვექმნა ახალი ხატი.
უწმიდესს სურვილი ჰქონდა “საქართველოს იმედის” ხატი შექმნილიყო ტიხრული მინანქრით. ეს არის კავშირი მიწიერ და ზეციურ საქართველოს შორის, სასოება და იმედი ქართველი ერისა. ხატზე გამოსახულია წმიდა ნინო, თამარ მეფე, სამეფო და სამონაზვნო დასი, რომლისგანაც შედგებოდა ჩვენი ერი ყოველთვის და დღესაც ასეა.”

არქიმანდრიტი ილია ნასიძე (სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე):

“უწმიდესის სურვილი იყო, შეექმნა ზეციურ იერუსალიმში არსებული წმიდანების ხატი, რომელსაც დაარქვა “საქართველოს იმედის” ხატი.

პატრიარქის სურვილია, რომ ეს ხატი ყველა ოჯახში იყოს დაბრძანებული.

მ. საბინინის ხატში სიდონია გარდაცვლილია. “საქართველოს იმედის” ხატში კი, მისმა უწმიდესობამ ბრძანა, რომ სიდონია ყოფილიყო მუხლმოდრეკილი მაცხოვრის კვართით ხელში, სანამ გარდაიცვლებოდა.”

დავით კაკაბაძე (ფოკანის სახელოსნოების სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი):

“საქართველოსა თუ მსოფლიოში ეს ხატი იქნება უპირატესი ხატებს შორის, გამორჩეული თავისი სიდიადითა და სირთულით, უძვირფასესი მსოფლიოს საგანძურში. ხატის ზომა არის 2 მეტრი 2 მეტრზე.

საქართველოს იმედის ხატზე აგრეთვე გამოსახულნი არიან: მოწამე და მეომარი ქართველები, ასევე სასულიერო პირები.

ზემოთ ყოვლადწმიდა სამებაა. მის გარშემო სერაფიმები, ქვემოთ – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის გარშემო მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, ანდრია პირველწოდებული და წმიდა გიორგი. მეორე მხარეს კი წმიდა ნიკოლოზი და წმიდა ნინო.

მარცხნივ არიან სასულიერო პირები: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი. მარჯვნივ – საერო მეფენი და დედოფალნი. ზედა მწკრივში – 9 მთავარანგელოზი.

ეს ხატი ორმხრივია. უკანა მხარეს იქნებიან მსოფლიოს წმიდანები თითო კარეტზე და შუა გულში კი განთავსდება სახარებიდან და საღვთო სჯულიდან ამონაწერი ტექსტები ჭედურობით შესრულებული.

“საქართველოს იმედის ხატი” მალე დასრულდება. ყველა შემომწირველის სახელი, ვინც მცირედით მაინც მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნის ისტორიაში, აღინუსხება საქართველოს საპატრიარქოს მადლობის წიგნში.”

საბანკო კოდი – TBCBGE22
მიმღების დასახელება – წმიდა სამების საკათედრო ლავრის მამათა მონასტერი
ანგარისწორების ანგარიში – GE69TB7931536080100001

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

8 კომენტარი »

  • ლია says:

    იმედი არ დაგვიკარგოს გჰმერტმა.იმედი მაქვს,რომ ამ ხატის დამტავრებისტანავე საქარტველოს მდგომარეობა გაუმჯობესდება,როგორც სულიერად ეგრეტვე ეკონომიურად. იმედი მაქვს რომ ქარტველობა რომელიც გადაკარგულია საზგჰვარგარეტ მოახერხებს დაბრუნებას ტავის მიწასე.ამინ

  • ლევანი says:

    ეს ხატი გამოხატავს ქართველი ერის სასოებას,სიყვარულს ღვთისადმი და ყოველთადმი………………ღმერთმა ქმნას რომ ეს ხატი მალე დაწერილიყოს და ქართველი ერის მეოხი ყოფილიყოს……………დიდება უფალს.ამინ

  • ლაშა says:

    პირადად მე ძალიან დიდი იმედით ველოდები ამ ხატის შექმნას , ,,საქართველოს იმედის ” ხატმა მე უკვე მომცა სულიერი მხნეობა და იმედი

  • მარიამი says:

    ასეთი დიდებული სიწმინდის შემქმნელი ერი არ გადაშენდება! როცა ერი მისთვის ყველაზე მძიმე მომენტში აგებს სამებისნაირ ტაძარს და ასეთ დიდებულ სიწმინდეს ქმნის ,მას ვერავინ მოერევა! დიდება უფალს!!!

  • მარიამი says:

    და კიდევ მადლობა უფალს იმისთვის რომ ასეთი ბრძენი პატრიარქი გამოგვიგზავნა!ძალიან გვიყვარხართ უწმინდესო! თქვენ შემოგცქერით მთელი ერი! თქვენ ხართ ჩვენი სასოება და გადამრჩენელი!!! <3

  • ხატუნა says:

    დიდებული საკმეა, მივესალმები სულიტ და გულიტ. გმერტი ცჰვენტან,დიდება უფალს,დიდება უფალს,დიდება უფალს….

  • ნანა says:

    დიდება უფალს ამ დიდი წყალობისთვის,ჩვენი უწმინდესი გვყავდეს დიდხანს ჯანმრთელად და მხნედ ქართველი ხალხის სანუგეშოდ და მფარველად,მივიღებ მონაწილეობას,ტელეფონით თუ არის შესაძლებელი რომ ჩავრიცხოთ როგორც ხდება ხოლმე შესაწირი ან გეოსელით ან მაგთით,

  • იაკობი says:

    ღმერთმა კარგად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი.დალოცვილი იყოს ერი და მრევლი საქართველოსი.ასრულებულიყოს ნამდვილ მართლმადიდებელი ქართველის ნატვრა და ერთმანეთის გვერდით დამდგარიყოს ყველა.დაგვებრუნებინოს ჩვენი ახლად და ძველად დაკარგული ტერიტორიები.ბედნიერი წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის და ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქართველისათვის.

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.