მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მილოცვა სკოლებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.09.2013 2 კომენტარი | 4,892 ნახვა

თამარ სანიკიძის მილოცვა სკოლებს

საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. თამარ სანიკიძე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მათ მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ.

მართალია, წინ ყველას დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება მიიღოს ყველა მოსწავლემ, განურჩევლად იმისა, რომელ რეგიონში სწავლობს, ყველა სკოლას თანამედროვე და კეთილმოწყობილი გარემო, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომფორტული სასკოლო ავეჯი და ახალი ინვენტარი ჰქონდეს.

ვიზრუნებთ, რომ მასწავლებლის პროფესია საამაყო გახდეს და ყველა მოსწავლემ შესაძლებლობის ფარგელბში წარმატებებს მიაღწიოს.

მჯერა, ბევრი მოსწავლე თუ მასწავლებელი საკუთარი მიღწევებით გაგვახარებს!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი