მთავარი » საზოგადოება

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.10.2012 ერთი კომენტარი | 2,247 ნახვა

საქართველოს ახალი, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომებრს გაიმართა. 25 ოქტომბერს პარლამენტი კი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულმა პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი წევრები დაამტკიცა.

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ახალი მთავრობის დამტკიცებას, ახალ პარლამენტს… ვისურვებთ, რომ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების პირობებში საქართველოში უფრო კარგად დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი იყოს ეკლესია პოლიტიკური ზეწოლისგან, დამოუკიდებელი იყოს მედია, თითოეული სახელმწიფო-საჯარო სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში მონაწილეობის მიღება თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა: “განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ… ყველა ერთად უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ქვეყნის საქმეს – პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი, პრემიერი, რიგითი ადამიანი, ყველა უნდა ვშრომობდეთ სამშობლოსთვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა… ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი” (07.10.2012).

შეგახსენებთ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 215 661 ამომრჩეველმა მიიღო. ხმათა 54,97% საარჩევნო ბლოკმა “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებამ” მიიღო, 40,34% კი – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- მეტი სარგებელი ხალხს”. არჩევნების შედეგების თანახმად, მოქმედი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ოპოზიციაში 65 მანდატით გადავიდა, “ქართულ ოცნებას” კი 85 მანდატი ერგო.

“ამბიონის” რედაქცია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ეკა says:

    პირველ რიგში გილოცავთ ახალ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს როგორ დაუკავშირდე ხალხო დამეხმარეთ.იქნებ მან მიშველოს რამე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი