მთავარი » პოპულარული

“საქართველო თამბაქოს გარეშე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2018 2 კომენტარი | 2,247 ნახვა

სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დღის თემის – „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“, შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული დისკუსია 1-ელ მაისიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს შეეხო. კერძოდ, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ყველა დახურული ტიპის შენობა–ნაგებობებში აიკრძალება.

ღონისძიებას სამთავრობო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიერ მოკლე მოხსენებების გაკეთების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თამბაქოს კონტროლის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებაში ფართო პროპაგანდას ეწევა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ასეთი კანონის ამოქმედება. მისივე თქმით, მათ კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე აკრძალეს სამედიცინო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის კლინიკებში თამბაქოს მოწევა.

დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების განხორციელება მოხდება, საქართველოში მომავალი 15 წლის განმავლობაში თავიდან იქნება აცილებული ნაადრევი სიკვდილის, დაახლოებით 52 ათას შემთხვევა. ფინანსურად კი ქვეყანაში 4,5 მილიარდი ლარის ეკონომია გაკეთდება.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ აღმასრულებელ სტრუქტურებს მოუწოდა, უფრო აქტიურები იყვნენ, რადგან 1-ელ მაისამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი, კანონის მოთხოვნების შესასრულებლად ქმედითი და ფართომასშტაბიანი ღონისძიებები კი დაგეგმილი არ არის.

„დღევანდელი დღე არის სწორედ მოწოდება იმისკენ, რომ პოლიტიკური ნება კიდევ ერთხელ გამოცხადდეს და სახელმწიფომ აიღოს კანონის განხორციელების თვალსაზრისით მთავარი ნიშნული. ადამიანებმა რეალურად იგრძნონ თამბაქოსგან თავისუფალი გარემო“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ. მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შედეგად ყოველწლიურად ქვეყანაში მწეველების რაოდენობა 1–2%–ით დაიკლებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • დავითი says:

    ნუთუ ადამიანებს არ ეყოფათ ნებისყოფა, რომ ფილტვები არ დაიზიანონ თამბაქოს მოწევით. სამწუხაროდ, ისეთი მწეველი ახლობლები დავკარგე 55-დან 60 წლამდე ასაკში, რომლებიც ძალიან საჭიროები იყვნენ მათი მეუღლეების, შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ნებისყოფას მოუხმეთ!

  • Liana Hoffmann says:

    Tkwen ambobt rom upali tkwentan aris, amitom uda izodes kowelma rom marto arasodes ar chart, mozewis drosaz , samzareuloschi, amchanagtan teatrschi,abanoschiz ki,is tkwenschia da gamodzrawebt, ginebis drosaz ki, amit is nischans gadzlewt-rom gmerti gabrazebulia, asewe roza bunebis saszaulebs wchedawt zecaschi, upali gabrasebulia, kowel twe auzilebelia zmidanebis chatebtan,jesu kristes chattan tundaz sachlschi scheszirot puli da tkwit:es aris schemoziruloba ,rata michsna tambakos mozewisgan, es samadlobelia,es sagwareulos sachelze, roza wchedawt natesaws awad, scheikribet erti gwaris zarmomadgeneli,daasatschukret chati eklesiaschi okro -werzchlit ,rom gwari moichsenion eklesiaschi, amit tkweni zinapariz da,momawali taobaz dalozwili ikneba.moaschit salozawebs zeti.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი