მთავარი » ემიგრანტის წერილები

“საქართველო, მენატრები” – წერილი საბერძნეთიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2014 ერთი კომენტარი | 3,408 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

თამარ მამულაშვილი, იურისტი, 26 წლის

გამარჯობა, მე ემიგრანტი ვარ საბერძნეთიდან. 3 წელია აქ ვცხოვრობ და მოხუცს ვუვლი. საქართველოდან წამოსვლის გადაწყვეტილება ჩემი პატარა შვილის გამო მივიღე. თამარ მამულაშვილი მინდა ჩემთვის და შვილისთვის ბინა ვიყიდო… საქართველოში კი ვმუშაობდი, მაგრამ ბავშვის ნორმალური ყოფის შესაქმნელად ხელფასი არ მყოფნიდა.

ვისაც გამოუცდია რა არის ემიგრანტობა, მან კარგად იცის და დამეთანხმება რა მძიმეა სხვა მიწაზე ცხოვრება… რაც არ უნდა კარგად იყო, მუდამ გენატრება შენი მიწა–წყალი, გენატრება და გგონია თუ ერთი წუთით მაინც ჩაისუნთქავ შენი ქვეყნის ჰაერს ყველა პრობლემის გადაჭრა გაგიადვილდება. აქ ყველაფერი ნოსტალგიას გგვრის…

თუნდაც, საქართველოში გაზაფხულის სუნი უფრო სასიამოვნოა, უფრო თბილია, გგონია თითქოს გულში გიხუტებს, ხელებს მაგრად გხვევს და თავის სითბოს, სინაზეს და სურნელებას გჩუქნის. მენატრება დილით ნამიანი ბალახის სურნელი და ჩიტების ჭიკჭიკი, რომელსაც ადრე თითქმის ვერ ვამჩნევდი. საქართველოში თითქოს ჩიტებს უფრო ტკბილი და სასიამოვნო ჭიკჭიკი აქვთ. ჩემს პატარა და მადლიან ქვეყანაში ყველაფერი უფრო თბილი და სასიამოვნოა, უფრო დიდებული რაც არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია, მეტი მადლი ტრიალებს.

საქართველოში ყველაფერი თავისებურად თბილი და სურნელოვანია, სხვა ქვეყანაში რაც არ უნდა კარგად იყო, მაინც შებოჭილად გრძნობ თავს, სული გეხუთება შენი ქვეყნის ნახვის სურვილით. ხშირად სიმწრის ბოღმა მეჩხირება ყელში და თვალები ცრემლით მევსება, როცა წარმოვიდგენ საქართველოს მრავალფეროვან ბუნებას, ჩემს პატარა და ლამაზი სამშობლოს აუღწერელ და ჯადოსნურ ხიბლს. საქართველოს ტაძრებში უფრო დიდი მადლი ტრიალებს. მოძღვრებსაც უფრო მადლიანი დამოძღვრა აქვთ, აქაც არაჩვეულებრივი მოძღვარი მყავს, მაგრამ ჩემი მამა იოანე ძალიან მენატრება. ხშირად წარმოვიდგენ ჩემს პატარა მადლით სავსე ტაძარს, სადაც გავიზარდე სულიერად, ჩემს სულიერ მოძღვარს. მის არაჩვეულებრივი ხმით ნაქადაგებსა და მის დალოცვას სხვა მადლი აქვს. ამის წარმოდგენაზე თვალები ცრემლით მევსება. საქართველო, მენატრები… შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.