მთავარი » პოპულარული

საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.07.2011 9 კომენტარი | 2,501 ნახვა

სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, 2 საათში დასრულდება
საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის კრება 10 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სინოდის გადაწყვეტილების მოსასმენად საპატრიარქოს შენობასთან მრევლი დილიდან შეიკრიბა. ათასობით ადამიანი მხარს უჭერს წმიდა სინოდისა და პატრიარქის პოზიციას. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხელისუფლების მიმართ. რაც გულისხმობს კონკორდატის (ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის) დარღვევასა და უწმიდესის თხოვნის უგულებელყოფას, დაედოთ ვეტო მიღებულ კანონზე – საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ.

ქართველი ერი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. მათი აზრით, მოხდა დემოკრატიის მთავარი პრინციპის დარღვევა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობის აზრი არავის გაუთვალისწინებია.

აქციის მონაწილეები ელექტრონული პასპორტების დაკანონების საკითხსაც აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, ქვეყანაში იყოს არჩევანის უფლება და სურვილისამებრ, შეძლონ პასპორტის აღება. ამავდროულად, მოთხოვენ, ტელევიზიებმა სათანადოდ გააშუქონ მიმდინარე მოვლენები. “ხელუსუფლებამ და მედია საშუალებებმა სრულიად დაკარგა მოსახლეობის იმ ნაწილის ნდობა ვისაც აქამდე მაინც სჯეროდა მათი. საქართველოში მოსახლეობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა, ეს მოვლენა “უკანონო კანონის” მიღება აღმოჩნდა ის საშუალება, რითაც ხალხს შეუძლია გაერთიანდეს და გამოხატოს თავისუფალი ნება, დაიცვას საკუთარი უფლებები, ერის ღირსება და დემოკრატიული პრინციპები, რომელსაც თავად ხელისუფლება არვღევს.”- აცხადებს მრევლი.

მოსახლება მხარდამჭერ აქციას ორგანიზებას სოციალური ქსელის facebook-ის საშუალებით უწევს. facebook-ის მონაცენებითვე, ამჟამად, 21ათასზე მეტ ადამიანს სურს ამ აქციაზე დასწრება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ლევან კეჭაყმაძე says:

    უფალი იყოს ჩვენი მფარველი ამინ

  • ანა says:

    ჩვენ ყოველთვის ჩვენ სარწმუნოებას დავიცავთ და ჩვენი ეკლესიის მწყემსების გვერდით ვიდგებით…..

  • მზია says:

    ღვთისმშობელი დედა იყოს სრულიად საქართველოს მფარველი

  • თათია გახარია says:

    გმერტმა გაგავდლიეროსსსს,ამინ!

  • ნანა says:

    როგორ მინდა თქვენს გვერდით ვიყო. გუშინ მსვლელობის შემდეგ ქუჩაში დავეცი,ვწევარ, ვერ ვახერხებ ადგომას და თქვეთან ერთად პროტესტის გამოხატვას, გენაცვალეთ ქართველებო, ასე ერთად ვერავინ მოგვერევა, სულ ვითხოვთ ეკლესიაში დახმარებას ჩვენს გაჭირვების დროს, ახლა ჩვენი დაცვა სჭირდება დედა-ეკლესიას და პატრიარქს.ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.

  • ლია says:

    უფალი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი და ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.

  • natali says:

    ღმერთო, დედა ღვთისმშობელო, შენ მიეცი ძალა ჩვენს პატრიარქს გაუძლოს ამ დემონებს.

  • მაკა says:

    ღმერთმა გაგაძლიეროთ!დასანანია შენს ქვეყ
    ანაში შენივე მთავრობისგან შენი სარწმუნოება დასაცავი რომ გახდება???

  • ანი says:

    ბატონო ალექსანდრე, საიდან მოიტანეთ რომ ვინმე ვინმეს დახოცვას აპირებდა?))) ეს პროვოკაციული დასკვნები თვქნთვის შეინახეთ , თუ შეიძლება.. ისედაც ყველამ ვიცით რომ მართლმადიდებლობა სიყვარულს და შემწყნარებლობას გვასწავლის. თქვენი უაზრო კომენტარი კი სრულიად უადგილო იყო.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი