მთავარი » პოპულარული

საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2011 5 კომენტარი | 2,797 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის თავმჯდომარეობით დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა.

სინოდი წმიდა სინოდმა 6 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა: ბოლო პერიოდში მასმედიაში ანტიეკლესიური პროპაგანდის თემა და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები, ეკლესიაში უკვე არსებული საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესება და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება, სოფლის მეურნეობის განვითარება.

დღევანდელ შეკრებაზე წმიდა სინოდმა ჩვენს ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობების (ID ბარათის) გაცემის საკითხზე იმსჯელეს. სხდომის მდივნის საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის (დათუაშვილი) თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

წმიდა სინოდის განჩინებით საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, ძმები კარბელაშვილები და ფილიმონ ქორიძე წმიდანთა დასში შეირაცხნენ. ძმები კარბელაშვილები: დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე წმიდა მოწამეებად, ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი პოლიექტოსი და მღვდელი ფილიმონი წმიდა აღმსარებლებად შეირაცხნენ.

ქართული ერისა და ეკლესიის წინაშე შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლითა და დამახურებით წმიდანად შეირაცხა ასევე ფილიმონ ქორიძე, რომელსაც წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ფილიმონ მგალობელი ეწოდა.

წმიდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და მასში ყველა მღვდელმთავარი მონაწილეობს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • იოსები says:

    დიდი მადლობა თეონა, ძალიან დიდი ინტერესით ვართ ID ბარათებთან მიმართებაში, და თქვენ ადრეც გვითხარით რომ შეგვატყობინებდით როდესაც სინოდი განიხილავდა. უღრმესი მადლობა და მოუთმენლად ველით სინოდის მომავალ პასუხს ID ბარათებზე. მადლობთ

  • გელა says:

    მოუთმენლად ველი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ID პასპორტებთან დაკავშირებით.გმადლობთ იფორმაციისთვის.უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!

  • ელისაბედი says:

    ძალიან მაინტერესებს რას გადაწყვიტავს წმინდა სინოდი.უფალო შეგვიწყალე!

  • ირინე says:

    დღეს რომ თითქმის ყველა სასულიერო პირი კომუნიკაციური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელია, ეს ნიშნავს რომ ისის პროგრესს არ ეწინააღმდეგებიან, ეს ელექტრონული ბარათებიც პროგრესმა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა. ეს არის და ეს, და არ არის საჭირო ვფიქრობ განსაკუთრებული აჟიტირება ამ თემის.

  • გიო says:

    აჟიტირება რა შუაშია ამბობენ რო არ არის სავალდებულოო რო მიდიხარ სხვა არ გვაქ ეს უნდა აიგოო,რატო უნდა ავიგო ახალი ტუ დზველი მინდა რო მქონდეს რა განსვხავებაა?და ტუ არ სჰეიზდლება დზველის აგება ტქვან რო ეს არის აუცილებელიო, რატო იტყუებიან

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი