მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება (18.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2012 5 კომენტარი | 5,023 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი პატრიარქის სახელით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებას ურჩევს.

საპატრიარქო“ა.წ.14 დეკემბერს ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა “კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი”.

“გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმიდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა, მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს.

შევნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იყოს დაცული”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ჯაველინ says:

    რა უნდა ქნას ხელისუფლებამ ნეტა? სიტყვის თავისუფლება აკრძალოს? ან საზოგადოებამ რა ქნას ჩაქოლოს? თუ ვერ მივხვდი შინაარსს… იმ კაცს ეწერა რომ ეს არის მოდელირებული, ანუ დადგმული და არა რეალური :)

  • გიორგი says:

    და ჯაველინ ეგ კარგია? მე რომ შენი სახელით ვწერო რაღაც სისულელე და მერე მივაწერო მოდელირებულია მეთქი გაგიხარდება? ტყუილი და სიცრუე როდის მერე გახდა ,,სიტყვის თავისუფლების” სინონიმი? ძმაო შენ გეტყობა ან ძალიან ახლო ხარ მაგ სიცრუესთან, ან თვითონ ხარ ეგ ზელიმხანი :))

  • meme says:

    საპატრიარქო რომ სახელმწიფოს ძალადობისკენ მოუწოდებს, ბარემ გააჩაღეთ კოცონი და დაწვით ყველა ვინც თქვენთვის არასასურველ სიტყვას იტყვის… რა უბედურებაა, ეს რა მარაზმიააააააა!!!

  • ზზზზზზზზზზ says:

    ზელიმხანი არ ვარ ნამდვილად, არც ეკლესიის მტერი, არც დიდად ესეთ მოდელირებულ რამეებს ვაფასებ, უბრალოდ საპატრიარქოს რეაქცია იყო ჩემი აზრით მცდარი, არ შეიძლება მრევლს მისცე რაღაც სიგნალი რომ აღმოფხვრეან ესეთი გამოვლინებები რადგან ამან შეიძლება ისეთი ძალადობა გამოიწვიოს რაც ქრისტიანობას ნამდვილად ზიანს მიაყენებს, ჩვენ სახარებას ვსწავლობთ და ვცდილობთ მისი პრინციპებით ვიცხოვროთ, ჩვენი იარაღი არის სიკეთის და სიყვარულის თესვა და არა აგრესია და ძალადობა, სწორედ ეს დავწერე რომ საპატრიარქო უნდა ზრუნავდეს რომ ცეხლზე ნავთი არ დაასხას. სახელმწიფოს რაც შეეხება მის მოქმედებას კონსტიტუცია განსაზღვრავს სადაც წერია რომ ყველა ადამიანის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია

  • forebichi says:

    ბატონო ზზზზზზზზზზზზზ თავისუფალი სიტყვა და ინტრიგა–პროვოკაცია ძალიან, განსხვავდება. თანაც სხვისი სახელით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი