მთავარი » სხვადასხვა

საპატრიარქოს განცხადება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით (20.06.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.06.2012 | 1,842 ნახვა

ბაგრატი საპატრიარქო საბჭომ ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციების დაშლის საკითხი კვლავ დააყენა.
ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა.

“საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის.

შემდგომი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას ახლო მომავალში მიეწოდება”, – აღნიშნულია განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ ტაძრის აღდგენა ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ შეხვედრაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელები მონაწილეობდნენ და შეხვედრა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ეკლესიისათვის, ისევე, როგორც სახელმწიფოსათვის, ამ ტაძრის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი