მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (31.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2013 16 კომენტარი | 7,514 ნახვა

“ამბიონი” საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, საპატრიარქო რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

1.საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პირდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევრო კავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.

2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.

ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.

3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, – 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, – სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, – ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.

4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.

5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ.

6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს:

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს განცხადება

7. ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა,” ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა.”

8. და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ.

საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული” 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც “მოწოდების სიმაღლეზე” აღმოჩნდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • “8. და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო…. ”

    ეს რას ნიშნავს, იქნება აგვიხსნას ვინმემ ?

    • ნინი says:

      ეს იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქოსთვის მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ითვლება ადამიანად, ქართველად… ეს მრევლის ფანატიკურ შოვინისტურ დამოკიდებულებაშიც აისახება უკვე და ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება მალე.. რა ამაზრზენია..

      • ნათია says:

        თქვენი ამპარტავნება გაფიქრებინებთ ამას. მიუხედავად იმისა რომ ეკლესიაში მართლაც არის გარკვეული სახის პრობლემები,მაგ. ამპარტავნებაში ვარდება ზოგი მაღალი წოდების საეკლესიო მოღვაწე და სხვა (რაც იწვევს სხვადასხვა სახის შეცდომებს),თუ თქვენ ახლოს ხართ ეკლესიასთან კარგად გაარჩევთ მის უსაზღვრო სიკეთესა და ნაკლსაც. ვერავინ ვერ დაასახელებს შემთხვევას, როცა ეკლესიას მიმართა დასახმარებლად და რაღაც დახმარება მაიც არ მიიღო. და სწორედ ის არის იმბავშვის პატრონის დანაშაული, რომ მან ყველაფერი არ იღონა ბავშვის გადასარჩენად და თუნდაც ეკლესიას არ მიმართა(შეიძლება სწორედ მისი მრწამსი უშლიდა ხელს), ხოლო ეკლესია ვერ ივლის კარდაკარ ოჯახებში რა ხდება იმის გასაგებად, ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომელსაც პირდაპირი ვადებულება აქვს აღებული ჩაატაროს მონიტორინგი და აღწეროს მისი მოსახლეობის მდგომარეობა.ეკლესია კი ყველას უხმობს თავისთან. ყველაზე ჭკვიანო ამპარტავნებო თვენც გჭირდებათ იქ სიარული. ღმერთმა გვიშველოს ყველას!

        • ნინი says:

          და ასე ტრაფარეტულად მოწოდება “ყველაზე ჭკვიანო ამპარტავნებო!”- ეს თქვენს “თავმდალობაზე” მიუთითებს ნამდვილად..:))) პ.ს. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იდგებთ თავს, როცა იმავეს განასახიერებთ, რის გამოც სხვებს განიკითხავთ..))

    • გიორგი says:

      რას ნიშნავს და ნებისმიერ მუსულმანურ ქვეყანაში(იუდეურში, ბუდისტურში და ასე შემდეგ), კერძოდ ჩვენ მეზობელ თურქეთში, (ეს მე თვითონ მაქვს მოსმენილი) როდესაც მუსულმანური რელიგიის ოფიციალური წარმომადგენელი საუბრობს ასეთ საკითხზე, ის ამბობს: ,,ქრისტიანულ ოჯახში დაბადებული ბავშვის გარდაცვალების გამო…” და რა არის აქ ასეთი გაოცების მიზეზი?

      მე მგონი კომენტარი ზედმეტია…

  • ნინი says:

    რატომ ხდება ასეთი აქცენტი , ამ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მრწამსზე? ამით თავის მართლება გსურთ , რომ თქვენი მრევლი არაა და არ გევალებათ მათზე ზრუნვა?! ამაზე აქცენტის გაკეთება ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს..სახელმწიფო ბიუჯეტი ნებისმიერ მოქალქეს ეკუთვნის, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, აქედან გამომდინარე, როცა მუსლიმ ოჯახში შიმშილისაგან 1 წლის ბავშვი კვდება, და ბიუჯეტიდან საპატრიარქო ამდენ ფულს იღებს, რომელიც იმ გრდაცვლილ ბავშვსაც ეკუთვნოდა, აი, ეგაა ამაზრზენი…მაგდენი ჭკუაც არ გყოფნით, ისევ საკუთარი თავის წინააღმდეგ რომ არ გააკეთოთ განცხადებები..!!!

    • გიორგი says:

      ნინი სირცხვილია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ტენდენციური და მიკერძოებული ნამდვილად თქვენ ჩანხართ, თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ რბილად, რომ ვთქვათ უვიცობის შედეგია. თქვენ ითხოვთ ეკლესიისაგან იმას რასაც უნდა ითხოვდეთ სახელმწიფოსაგან!
      ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მრწამსის მიხედვით ადამიანთა გარჩევას, ეს თქვენი და თქვენნაირი ლიბერალისტ-რეფორმატორების მიერ აგორებული მორიგი თავდასხმაა, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.
      უამრავი მაგალითი შემიძლია დავასახელო ეკლესიაში მოსული ნებისმიერი მრწამსის გაჭირვებული ადამიანების დახმარებისა, პირადად მე შევესწარი იუდეველთა და მაზდეანთა დახმარების ფაქტს.
      უბრალოდ ვინც თავის ამპარტავნებას დაძლევს და თხოვნით მივა, არ არსებობს მოძღვარი რომლისთვისაც ,,ითხოვდე და მოგეცეს” მხოლოდ სიტყვებია!! და ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა და თუნდაც მრწამსისა(რომელზეც ასე პედალირებთ) მათი მხრიდან ადამიანური გულისხმიერების გარეშე დარჩეს.
      ასე, რომ ჩემო კარგო როდესაც გინდა ეკლესიაზე თუნდაც კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა, უბრალოდ ჯერ ამ ეკლესიის წევრი ანუ მრევლი გახდე და ჭეშმარიტი შიგნიდან გაიგო და მერე ილაპარაკო ამ საკითხზე.
      ეგ იგივეა ეხლა მე, რომ დავიწყო თქვენი კრიტიკა, რატომ არა ხართ ჟურნალისტები ქველმოქმედებით დაკავებულიო! მე ხომ არ ვიცი, იქნებ მრავალი ჟურნალისტი უდიდესი ქველმოქმედები ხართ!
      ღმერთმა დაგლოცოთ და გონების თვალი აგიხილოთ.

      • ნინი says:

        სწორედაც რომ ახლოს ვხედავ და ვიცი რაც ხდება, იმიტომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება.. :) განსხვავებული აზრის მომენა თუ არ შეგიძლიათ და ყველას შეურაცხყოფას აყენებთ და უგუნურს უწოდებთ , ვინც თქვენსავით არ ფიქრობს, ეს თქვენი “ინტელექტის” დონეზე მიუთითებს ;)

        • ლევანჩო says:

          მადლობა გიორგი კომენტარისთვის მეც დაახლოებით იგივეს თქმა მინდოდა.
          ნინი სასაცილოა რა პასუხსაც თქვენ წერთ. რა შუაშია აქ განსხვავებული აზრის მოსმენა და ან ვინ გაყენებთ შეურაცხყოფას? ან ვინ გიწოდათ უგნური? უვიცობასა და უგნურებას შორის დიდი განსხვავებაა.
          შეურაცხყოფას კი თქვენ ნამდვილად აყენებთ, როცა სხვის ,,ინტელექტის” დონეზე მიუთითებთ.

  • მარიამ–ხათუნა says:

    ნინი იქნებ იეღოველთა ან სხვათა საიტზე აკეთოთ კომენტარები..უფრო მშვიდად იქნებით და ნერვებს არავინ აგიშლით…

  • sofiko says:

    eg iegovelebi ar gamagonoT.ganadgurebuli Chemi ojaxi mag mwvaleblebisgan.dasacvavi seqtaa.saidan semovida eg epidemia saqartveloshi……………….

  • nana-nana says:

    ქალბატონო ნინი წაკითხული კომენტარებიდან შეურაცყოფას არ გაყენებს არავინ, ძალიან ხომ არ უხვევ ქრისტიანული ადათებიდან, იმიტომ რომ ამ ადათებზე ვინც იზრდება შენსავით ნამდვილად არ იაზროვნებდა, იქნებ გამოიკვებო მართლმადიდებლური ჩვეულებებით, მოუმატო ეკლესიაში სიარულს და მეტი ლიტერატურა არ დაგჭირდება იმის დასკვნაში რომ ერთადერთია ქრისტიანული რელიგია რომელიც არ დევნის სხვა რელიგიებს, პირიქით გვასწავლის პატივი ვცეთ მათ.

  • კოტო says:

    საქმე ეხება ზუსტად იმას,რომ ეს ჩვეულებრივი მუშების,გლეხების, ლექტორების და მოქალაქეების შრომით მოპოვებული ფულია რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას უხდის,როგორც საბჭოთა კავშირის მიერ დაჩაგრულ ინსტიტუციას.და რატომ? ხომ შეიძლება რომ ეს ფული მოხმარდეს განათლებას, განათლების ხარისხის გაზრდას, იგივე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ან სამედიცინო დაზღვევების გაზრდას..არა ხო უნდა ჰქონდეთ ჯიპები და მამულები.

    • ლევანჩო says:

      სააკაშვილი და მთელი ნაცმო, რომ ხარჯავდა ამ გლეხების და მუშების მიერ მოპოვებულ მილიარდებს ხან მეძავებში და ხან ლაზიკის ნაირ უტოპიურ ახირებებში მაშინ, რატომ არ იღებდით ხმას?
      იმიტომ, რომ თქვენ უღმერთო, ურწმუნო არსებები ხართ!!!
      თქვენ სწორედ ის ახალი ქართველები (უფრო სწორედ ვირთხები)ხართ, რომლებსაც ასე სასათბურედ გზრდიდნენ ნაციონალები. თქვენი მრწამსი ხომ ესაა: აკეთე ის რაც შენ გინდა, როგორც გინდა და სადაც გინდა. ფეხებზე მკიდია მამული, ენა, სარწმუნოება, გაუმარჯოს ,,დემოკრატიას”!
      საცოდავები ხართ….

  • giorgi says:

    ხალხნო უბრალოდ დაფიქრდით: იესოს და მის მოწაფეებს რომელი სახელმწიფო აფინანსებდა მილიონებით?
    ბიბლია წაიკითხეთ და იპოვით ბევრ კითხვაზე პასუხს.
    და კიდევ ერთი ღვთის მსახურები არ უნდა იწყევლებოდნენ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი