მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (30.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2013 2 კომენტარი | 2,540 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარეს” მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, საპატრიარქო სადაც საპარლამენტო უარავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის იეღოველთა კონგრესთან კავშირზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო განმარტავს, რომ აღნიშნულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“29 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იეღოველთა (რასელისტთა) კონგრესთან “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის კავშირის შესახებ, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, ეკლესიის განცხადებად. ამ შეცდომის მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქოში, მართლაც, ფუნქციონირებს იგივე სახელწოდების, ოღონდ საქველმოქმედო დანიშნულების ფონდი “ლაზარე”, რომელიც ჩვენს არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ანხორციელებს.

საზოგადოებრივ მოძრაობა “ლაზარეს” საქმიანობასთან კი (რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ამაშუკელი) საქართველოს საპატრიარქო დაკავშირებული არ არის”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივმა მოძრაობა “ლაზარემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 7 აპრილს იეღოველთა შეკრება იმართება, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი კი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დეპუტატი თინათინ ხიდაშელია. გავრცელებულ ინფორმაციას გამოხმაურება თინათინ ხიდაშელისგან და “რესპუბლიკური” პარტიისგან მოჰყვა. ხიდაშელი ინფორმაციას აფსურდულს უწოდებს და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარესგან” საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • გიორგი(გრატო) says:

    როდის დასრულდება ამდენი ცილისმწამლებლობისა და სიცრუის ბატონობა, მოსასმენადაც კი შემზარავია სხვა რომ აღარაფერი თქვას კაცმა.

  • მარიამ–ხათუნა says:

    მე ვფიქრობ ეს სპეციალურად არის ყველაფერი მოწყობილი და ხალხი სპეციალურად მიმართეს სულ სხვისკენ, რომ ისევ ის მეთოდი გამოიყენონ…ანუ ოღონდ მიშა წავიდეს და ვინც გინდა… ?? არ ამართლებს ეს მეთოდი, იღუპება საქართველო ამ მართლა “გათითოკაცებული” ფიქრებით.მე გირჩევთ დაფიქრდეთ ყველაფერზე…და მერე გადაწყვიტეთ…
    ” ოღონდ მიშა წავიდეს, მაგრამ ისევ მიშა არ უნდა მოვიდეს” ვინც გინდათ ის მოვიდეს და არა ის ვინც არ გინდათ, მაგრამ ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით ირჩევთ(გარჩევინებენ)…
    უფალი მეფობს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი