მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (16.05.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2015 ერთი კომენტარი | 4,409 ნახვა

“ვინაიდან, ა.წ. 16-17 მაისს პირველად იდღესასწაულება აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანება დედაქალაქში, საპატრიარქო საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს.
ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისათვის, – ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი, – მიძღვნილი მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
ამიტომაც 16-17 მაისის განრიგი ასეთია:
16 მაისი, შაბათი
10.00 სთ-ზე მღვდელმთავრები და მოძღვრები წირვას აღავლენენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;
14.00 სთ-ზე – ხატებთან ერთად დაიწყება ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მსვლელობა მცხეთიდან თბილისისკენ, ვარდების მოედნამდე (სასტუმრო “რედისონთან”).
15.00 სთ-ზე – მღვდელმთავრები, მოძღვრები და მრევლი აწყურის ღვთისმშობლის და წმიდა ანდრია მოციქულის ხატებს ვარდების მოედნიდან ფეხით წააბრძანებენ სამების საკათედრო ტაძრისკენ.
17.00 სთ-ზე წმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მრევლს. ხალხს დაურიგდება აწყურის ღვთისმშობლის ხატები და ყველას სცხებენ წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილ ზეთს.

17 მაისი, კვირა
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა. კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ ჩვენი ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა. შემდეგ კი ხალხს დაურიგდება დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები.
გვჯერა, აწყურის ღვთისმშობელის ხატისადმი გამოვლენილი ჩვენი სასოების სანაცვლოდ გაცხადდება ყოვლადწმიდა მარიამის ნათქვამი: `დიდად შევეწიო (ამ ხატით) მონაწილესა მას ჩემდა ხვედრებულსა (ქვეყანას),” ამინ!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი