მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (15.04.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2014 | 1,553 ნახვა

საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის გამო და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახან გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი.

ჩვენი მხრიდან ადრეც არაერთხელ დაისვა საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვეთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვის, გარდაცვლილთა დაკრძალვის, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულების”, – ნათქვამია განცხადებაში


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი