მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (13.11.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2013 | 1,845 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრის საპატრიარქო გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად.

“იდენტობა” ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი “მზრუნველობის” ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული ან, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული – პირადი ცხოვრების უფლების – დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ “იდენტობის” შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი