მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (10.05.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2016 | 2,040 ნახვა
  • “11 მაისს, 14.00 სთ.–ზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II–ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართულ უნიკალურ ენდემურ ვაზის ჯიშებს გააშენებს.

    ღონისძიებას დაესწრებიან: კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე, საპატრიარქო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სხვა ოფიციალური პირები და საპატიო სტუმრები. ისინი მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად გააშენებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ვაზის წამყვან ჯიშებს.

    პროექტი მიზნად ისახავს ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრებისათვის.

    იმავე დღეს, 11.00 სთ.–ზე, სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს.
    გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გააშენებენ საკოლექციო ვენახს – ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი 100ზე მეტი დასახელების უნიკალურ ვაზის ჯიშებით.

    ღონისძიებას დაესწრებიან: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორი, ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლები.

    13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობას ახალციხეში დაემთხვევა მესხური ვაზის ჯიშების კურთხევა და მათი გაშენება ვარძიის, წუნდის, ახალციხისა და ამ ეპარქიის სხვა მონასტრებში,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

    საპატრიარქოს პრესცენტრი
    10 მაისი 2016 წ.


    სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


  • კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

    კომენტარის დატოვება

    დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

    გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

    შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

    <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

    კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი