მთავარი » სხვადასხვა

საპატრიარქოს განცხადება (02.01.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.01.2013 3 კომენტარი | 3,160 ნახვა

მამა გიორგი ზვიადაძე ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება გაიმართება.

ყველა მსურველს შეეძლება, პატრიარქს ეს საიუბილეო თარიღები სამების ახალგაზრდულ ცენტრში თავად მიულოცოს. მიღება 3 იანვარს, 18:30 დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნინო ძამაშვილი says:

    ასეთი ინფორმაციები რატომ არ ცხადდება ართი დღით ადრე მაინც. ასევე იყო 25 დეკემბერს სვეტიცხოველში ჩატარებული საზეიმო წირვის დროსაც. ინფორმაცია ძალზე დაგვიანებულად იყო მოწოდებული. და მაშინაც ვერ შევძელი მისვლა. თუ ყველაფერი გარკვეული ”წრისთვის” არის განსაზღვრული და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინ საერთოდ აღარც არის ასრთი ინფორმაციების პოსტ ფაქტუმ გაჟღერება რადგან ამაში უკვე ცინიზმი იგრძნობა. მოგეხსენებათ,რომ ადამიანი სულ სოციალურ ქსელთან არ ზის და არც ტელევიზორთან.მამაცხონებულებო! თუ მუსლიმთა საბჭოს თავჯდომარეს ეს რამდენიმე დღით ადრე გააგებინეთ მხოლოდ იმიტომ რომ მას ეგრეთ წოდებული პატივისცემა ამოძრავებს პატრიარქის მიმართ. ქართველი ხალხი იმ მუსლიმების მერე მეათე ხარისხში რატომ გყავთ დაყენებული?! ვის უფრო უხარია რომ პარტიარქს დაბადების დღე მიულოცოს? იქნებ მითხრათ რომ მუსლიმების ლიდერს უფრო ვიდრე მე, ან სხვა მართლმადიდებელ ქართველს?

    • ბაბი says:

      ქალბატონო ნინო! თქვენი მსჯელობა არ შეეფერება მართლმადიდებლურ მრწამსს. სადაა თავმდაბლობა და მოყვასის სიყვარული? ვის უწყრებით ამბიონს თუ საპატრიარქოს? იქნებ ჯობდა ჯერ ჩვენ ცოდვილ ცხოვრებაზე და ცოდვებზე გვეფიქრა და მერე სხვანი განგვეკითხა. ვართ კი ღირსნი პატრიარქთან მისვლისა???

  • ნინო ძამაშვილი says:

    სირცხვილია! რომ შუქურ ფაშებისთვისაა პატრიარქთან მიახლება ხელმისაწვდომი და არა ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი