მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს დელეგაცია ქურმუხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2022 | 345 ნახვა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა ეწვია.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი