მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს და ბოდბის მონასტრის მხარდაჭერით N5 პენიტენციური დაწესებულების ეზო გამწვანდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2020 | 43 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა გამწვანების ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებმა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის (წინამძღვარი თეოდორა (მახვილაძე) მიერ ნაჩუქარი 600-მდე ყვავილი და ბუჩქი დარგეს.

ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ, რომელმაც დაწესებულებაში მყოფთათვის ჩაატარა ტრენინგი მცენარეთა მოვლისა და გამრავლების შესახებ. მან მსჯავრდებულებს გადასცა ბიო სასუქი, ბიო შესაწამლი საშუალებები და სოფლის მეურნეობის შემსწავლელი ლიტერატურა. სასწავლო-შემეცნებით საუბარს 40-მდე მსჯავრდებული დაესწრო.

ასევე საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით შეივსო N6 და N5 პენიტენციურ დაწესებულებათა ბიბლიოთეკები.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი