მთავარი » სხვადასხვა

საპატრიარქო სექტანტების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2012 ერთი კომენტარი | 2,401 ნახვა

“უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე “ღმერთის სიტყვა – სულიწმინდა – განკურნება!”, რომელიც სასტუმრო “ამბასადორში” 23-24 ივნისს ტარდება. საპატრიარქო აღნიშნულ ღონისძიებასთან საპატრიარქოს არაფერი აქვს საერთო და მრევლს მოვუწოდებთ, ნუ შეცდებიან და იქ ნუ მივლენ. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. საპატრიარქოს პრესცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოსაწვევს ავრცელებს ე.წ. “ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა” სექტა” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისის ქუჩებში ასევე ვრცელდება პლაკატები, რომლის თანახმადაც, 23 ივნისს, მაჩაბლის ქუჩაზე “მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი” და “დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი” აწყობენ ღია კარის დღეს.

“აღნიშნული ცენტრი და ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნანული says:

    ნუთუ არ შეიძლება გამოვიდეს კანონი რომ სექტანტების თარეში აიკრძალოს საქართველოში?ვერავის რწმენას ვერ აუკრძალავო ამბობენ ,კი ბატონო გწამდეს რაც გინდა ,მაგრამ შენთვის იყავი,ნუ ჩაითრევ და აცდუნებ მრევლს.მაგ ორმოცდაათიანელებს არ ვიცნობ,მაგრამ იეღოველებმა გაანადგურა ჩემი ოჯახი,მოეთრა ვიღაც სატანა ბროშურებით და ჩაითრია ჩემი ოჯახის წევრები.იძულებული გავხდი სახლი გამეყიდა და ცალკე გადავსულიყავი ჩემი შვილებით,ისეთი სიტუაცია იყო,მოდიოდნენ ეგ სატანები და ქადაგებდნენ ცრუსწავლებას.ღმერთო ყველას ააშორე სახლში სექტანტი…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი