მთავარი » პოპულარული

საპატრიარქო მესტიაში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.12.2011 ერთი კომენტარი | 1,857 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო მესტიაში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საპატრიარქო “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მესტიის მუზეუმის დანგრევის გამო აქ დაცული ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმის მიერ გაგზავნილი კომისიის ძალისხმევით კონტეინერებში ყოვლად მიუღებელ პირობებში მყოფი საგანძური გადატანილ იქნა ლანჩვალის უბანში მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიან სამუსიკო სკოლის შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, სპეციალისტების აზრით, მაინც არის პრობლემატური, განსაკუთრებით სეისმომედეგობის და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპოსო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ.

როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2012 წლის გაზაფხულზე სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსებული წმიდა ხატები და სხვა ექსპონატები ბინას უკვე ახლად აშენებულ მესტიის მუზეუმში დაიდებენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა, სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის ამ განძს.

ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების რჩევა გათვალისწინებული – სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი, შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მინდია says:

    სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ კულტურის სამინისტრო არის მონოპოლისტი ეროვნული საგანძურის ფლობაში და არა დაცვაში. საპატრიარქოს არაერგზის თხოვნა-შეგონებისა სამინისტრო თავისი მინისტრის ახირებით თუ მიზანმიმართული განზრახვით უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ამ უნიკალური განძის არსებობას (რომლის უმეტეს ნაწილს საეკლესიო ნივთები და ხატები შეადგენენ).
    ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მინისტრს ფეხებზე ჰკიდია საქართლელო, მისი კულტურა და ეროვნული ფასეულობები. თუმცა რა უნდა მოეკითხოს რურუას, რომელიც ავადსახსენებელ წლებში საბურთალოს საძმოს ერთ-ერთი ლიდერი იყო და მის ძირითად საქმიანობას ხალხის დაყაჩაღება და მკვლელობა წარმოადგენდა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი