მთავარი » ქრისტიანობა

პრესკონფერენცია საქართველოს საპატრიარქოში (15.05.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2018 | 1,245 ნახვა

ა.წ. 15 მაისს საქართველოს საპატრიარქოში 17 მაისის, _ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის, _ აღნიშვნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ დეკანოზები: ანდრია ჯაღმაიძე, შალვა კეკელია და გიორგი ყიფშიძე, შეცდომა ასევე ,,დავითიანნის” ხელმძღვანელი, კონსტანტინე სვანიძე.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ:

უკვე მეხუთე წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით ზეიმით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას საქართველოში; ხატით მოგზაურობა საერთოდ იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში.

წლევანდელი მსვლელობა განსაკუთრებულია იმით, რომ ეს თარიღი დაემთხვა ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამიტომაც ხალხი წირვის შემდეგ, 11-30 საათიდან, შეიკრიბება ვარდების მოედანზე (სასტუმრო `რედისონის~ მიმდებარედ), რუსთაველის გამზირის გავლით შეუერთდება ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიასთან წირვაზე მოსულ ხალხს და მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გაემართებიან წმ. სამების საკათედრო ტაძრისკენ.

ამ დღის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებია:

ქაშვეთის ეკლესიასთან დაილოცება 300-მდე ოჯახი, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ. (შვიდი და მეტშვილიანი ოჯახები უკვე დაილოცა).

17 მაისს სხვადასხვა ადგილას 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ ქონდათ ჯვარი დაწერილი. სამების საკათედრო ტაძარში მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 40-ზე მეტი იქნება.

საღამოს, 20-00 სთ-ზე, რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.

ყურადღება გამახვილდა შემდეგ ფაქტზეც:
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლაში დღესასწაულისათვის შეუფერებელი რიტორიკა იგრძნობოდა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი მსვლელობა რაიმე აგრესიულობასთან დაკავშირებული საერთოდ არ არის და გვსურს, ოჯახის სიწმინდის და იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული სახალხო ზეიმად იქცეს.

ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას!

ამიტომაც ვთხოვთ ყველას, ვისაც სურს, მკვეთრი განწყობა გამოხატოს, თავი შეიკავოს ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობისაგან.

ასევე მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აღკვეთონ მსვლელობასთან დაკავშირებული ყოველგვარი შესაძლო აგრესიული ქმედება, ან პროვოკაცია, ვისი მხრიდანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი