მთავარი » კულტურა

“საოცრად ესთეტიკური და რთული ხელოვნებაა, რომელიც აბსოლუტურ სიზუსტეს მოითხოვს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.04.2020 | 1,347 ნახვა

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” გაგაცნობთ ახალგაზრდა ნიჭიერ კალიგრაფისტს, ნინი იკაშვილს.

ნინი, მოგვიყევით თქვენზე…

-დავიბადე 1990 წლის 9 ივნისს ქ.თბილისში. პროფესიაზე არ ვიცი რა ვთქვა, გადაჭრით მიჭირს თქმა, რადგან მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი და ერთდროულად რამდენიმე პროფესიის დაუფლებასაც ვცდილობდი. ყოველთვის ვოცნებობდი პიანისტობაზე და ჩავაბარე კიდეც დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელში. ამის პარალელურად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში, სადაც ქართული დამწერლობის შესახებ საოცარ ლექციებს მიკითხავდა ქ-ნ ელენე მაჭავარიანი.

როდის დაინტერესდით ამ სფეროთი?

-ვფიქრობ, აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი, ზოგადად, კალიგრაფიის მიმართ და უკვე 8 წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში  იყო ქართველი და უცხოელი  კალიგრაფების დიდი და მცირე ერთობლივი, საინტერესო პროექტები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვერ წარმომედგინა ერთ დღეს თუ ჩემს ძირითად პროფესიად იქცეოდა. საოცრად ესთეტიკური და რთული ხელოვნებაა, რომელიც აბსოლუტურ  სიზუსტეს მოითხოვს. 1 წელზე მეტია რაც ჩემი პატარა კალიგრაფიული სახელოსნო მაქვს და ძირითად დროს იქ ვატარებ.

სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ?

-მიჭირს ამის თქმა, რადგან ბოლო პერიოდში სულ შეკვეთებზე მიწევდა მუშაობა და უმრავლესობა გაყიდულია.

რამდენი ხანი უნდებით ერთ ხელნაწერზე მუშაობას?

-ხელნაწერის სირთულეზეა დამოკიდებული, ტექსტის მოცულობაზე, მხატვრობაზე და ცოტაც კალიგრაფის განწყობაზე. შესაძლოა, 1 დღეშიც დასრულდეს ხელნაწერი ან 1 კვირა დასჭირდეს.

ნაშრომებს ქმნით თემატიკის მიხედვით თუ სურვილით?

-ხელნაწერის თემატიკას ძირითადად დამკვეთი განსაზღვრავს, თუ რა ტექსტი სურს რომ გადაიწეროს მხატვრული კალიგრაფიით. შესრულების ხელოვნებაში კი სრულ ნდობას მიცხადებენ . ტექსტები ხშირად  მოიცავს საყვარელი წიგნის ამონარიდს, ლექსს, სამოტივაციო ფრაზას, წერილს, მუსიკასაც კი(იგულისხმება ხელნაწერი ნოტები). ხელნაწერი გრაგნილის დახმარებით ადამიანები ერთმანეთს უსაზღვრო ემოციას ჩუქნიან, ემოციასთან ერთად კი ხელოვნებას. გარდა ხელნაწერი გრაგნილისა, დიდი ინტერესი გაჩნდა ხელნაწერი ლოგოს შექმნის მიმართ. ესკიზებს ხელით ვხატავ, საბოლოო ციფრულ პროდუქტს კი ვექტორული გრაფიკით ვიღებ.

რა თემატიკის იყო პირველი ხელნაწერი გრაგნილი და რომელია ყველაზე მოთხოვნადი?

-პირველი ხელნაწერი გრაგნილი ჰიპოკრატეს ფიცი იყო და დღემდე ყველაზე მოთხოვნადი თემატიკისაც ეს გრაგნილი გახლავთ. მრავალი მადლიერი პაციენტი ჩუქნის ექმის მადლობის ნიშნად.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი