მთავარი » ქრისტიანობა

“სანამ გვაქვს დრო სინანულისა, მოვინანიოთ მთელი გულით”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2020 | 569 ნახვა

წმ. მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელი

“თიხა ვართ ხელოვანის ხელში. როგორც მეთუნე, როდესაც ჭურჭელს ქმნის და თავის ხელებში ამრუდებს მას ან ზელს და კვლავ ჭურჭლად ჩამოქნის, თუკი იჩქარებს ცეცხლის ღუმელში მის მოთავსებას, ვეღარ უშველის მას, ასევე ჩვენც, სანამ ვართ ამ წუთისოფელში, ხორციელნი, სანამ გვაქვს დრო სინანულისა, მოვინანიოთ მთელი გულით, რაც უკეთური ჩაგვიდენია, რათა გადავრჩეთ უფლის მიერ, ვინაიდან ამ სამყაროდან ჩვენი წასვლის შემდეგ იქ ვეღარ შევძლებთ აღსარების თქმას ან, მით უფრო, მონანიებას.

ამგვარად, ძმებო, აღვასრულოთ მამის ნება და წმინდად დავიცვათ ხორცი, დავიცვათ უფლის მცნებები და მივიღოთ საუკუნო ცხოვრება. რამეთუ ამბობს უფალი სახარებაში: “თუკი მცირეს არ დაიცავთ, ვინ მოგცემთ თქვენ დიდს? გეუბნებით თქვენ, რომ ყველაზე მცირეში სარწმუნო დიდშიც სარწმუნოა”(შდრ. მათე, 25.21; ლუკა, 16. 10-11). შესაბამისად, ამას ამბობს: “დაიცავით სხეული უბიწოდ და ბეჭედი შეუბღალავად (შდრ. 2 კორ. 1.21-22; ეფეს. 1.13, 4.30), რათა მოგვენიჭოს მარადიული ცხოვრება.”

(II ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი VIII. თარგმნა ვიქტორია ჯუღელმა).




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი