მთავარი » ხატები და ფრესკები

სამხელა ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.09.2010 11 კომენტარი | 11,490 ნახვა

სამხელა ღვთისმშობელიVIII საუკუნეში, როცა ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და ხატებს ანადგურებდნენ, დამასკელმა ქრისტიანმა იოანემ, რომელიც ხალიფის კარის დიდმოხელე იყო, წმინდა ხატების დასაცავად რამდენიმე წერილი გაგზავნა ბიზანტიაში. წერილი ხატმებრძოლებს ჩაუვარდათ ხელთ, მათ კალიგრაფებს იოანეს ხელწერით შეადგენინეს წერილი, რომლითაც თითქოს ის ხალიფას ღალატობდა. ყალბმა წერილმა ხალიფამდეც მიაღწია. მან კი ბრძანა, იოანესთვის ის ხელი მოეკვეთათ, რომლითაც ეს წერილი დაწერა. ხელი საჯაროდ მთავარ მოედანზე გამოფინეს. საღამოს, როცა ხალიფას რისხვა ჩაუცხრა, წმ. იოანემ მეგობრების პირით სთხოვა, ჩემს მოკვეთილ მარჯვენას ავიღებო. ხალიფამ ნება დართო. შუაღამისას ღირსი იოანე დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ და განკურნება შესთხოვა, თან მოკვეთილ ხელს მონაკვეთ ადგილზე იდებდა. ამ ვაებაში ჩასთვლიმა. ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უთხრა: “აი, შენი ხელი უკვე გამრთელდა, მეტს ნუღარ იდარდებ და შეასრულე ის, რასაც დამპირდიო”. გამოღვიძებულ იოანეს ხელი განმრთელებული დახვდა. მონაკვეთ ადგილს ნაიარევი ზოლივით დაჰყვებოდა, რაც უცილობელს ხდიდა სასწაულს. ბევრს ეხვეწა ხალიფა, თანამდებობას დაუბრუნდიო, მაგრამ წმ. იოანემ ბერობა არჩია, ხოლო სასწაულებრივი კურნების სამადლობელოდ ღვთისმშობლის ხატს ვერცხლის ხელი მიამაგრა. ეს წმინდა ხატი შემდგომში ათონის მთაზე ქილანდრის სერბულ მონასტერში მოხვდა და ახლაც იქვე ასვენია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • თამარ says:

    დიდება ღვთისმშობლის სასწაულებს…მწამს, დედა ღვთისა კველას შეეწევა, ვინც გულით ითხოვს მისგან შეწევნას…

  • ბელა says:

    დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიების ინფორმირებისათვის

  • სასურველი იქნებოდა,რომ სრულად დაგედოთ იმფორმაცია ამ ხატის შესახებ, რომ დამასკელი იოანე არის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი წმინდანი-იოვანე დამასკელი, და რომ ამ ამბების შემდეგ არ ისურვა ერში დარჩენა და მონოზვნური ცხოვრების წესი ირჩია.მისი სულიერი წინამძგოლობა ვერავინ იკადრა და ბოლოს ერთმა გამოცდილმა ბერმა აიღო თავისთავზე…იოვანე დამასკელი არის ავტორი უნიკალური ერთხმიანი ეკლესიური საგალობლებისა…იმ პერიოდში მონასტერში ორი ძმა ცხოვრობდა. ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ მეორემ სთხოვა იოვანე დამასკელს ძმის სულისათვის რაიმე საგალობელის დაწერა. წინამძღვარმა რომ გაიგო ამის შესახებ, იოვანე დასაჯა-მთელი მონასტრის უწმინდურება მას უნდა გაეზიდა და დაესუფთავებინა.იოვანეც მოთმინებით შეუდგა მორჩილებას, თუმცა მონასტრის წინამძგვარს ყოვლადწმინდა გმრთისმსშობელი გამოეცხადა ღამით და უთხრა, რომ მოსწონდა იოვანეს საგალობლები და არ აეკრძალა მისთვის მათი წერა…იოვანე დამასკელს დაწერილი აქვს აგრეთვე ბევრი საღმრთისმეტყველო ნაწარმოებიც….აი მოკლედ, რაც მახსოვს იოვანე დამასკელის ცხოვრებიდან. იგი მგალობელთა მფარველად ითვლება რომანოზ ტკბილადმგალობელთან და თუ არ ვცდები კოსმა მაიუმელთან ერთად

  • მარინა says:

    dideba ufals!sheewios yvela mtxovnels ufali.wminda mariam sheewie yvela gawirvebuls.

  • ნატალი says:

    დიდება ღმერთს!!!

  • NINO says:

    2 CLIS CIN DZALIN CUDAD GAVXDI . VER DAVADGINET RA MCHIRDA. EKIMEBIC VER XVDEBODNEN . ERTXEL SIZMARI VNAXE . CHEM CIN KEDELZE NELNELA GAMOISAXA SCORED ES XATI CITEL SAMOMOSELSHI SAMXELIANI XVTISMSHOBLIS XATI . MASHIN EGETI NANAXIC AR MKONDA . VIGACAM MKITXA ICI EG RA ARISO . ME UTXARI ESETI XATI ARMINAXIATKO. XMAM MIPASUXA ES SAMXELIANI XVTISMSHOBLIS XATIA DGEIDAN MIS GANSAKUTREBULI MFARVELOBIS KVESH IKNEBIO. GAMEGVIDZA MAMOS DAUREKE DA MOVUYEBI SIZMARI . MAMOS GAUXARDA. MAGRAM YVELAZE SASCAULI IS IYO . DIDIXNIS MEGOBARI MESTUMRA GAUGIA ROM CUDAD VIKAVI DA SACHUKRAD SCORED ES XATI CITEL SAMOMSELSHI MOMITANA . IM DGIDAN TITKOS AR YOFILAO . TAVISTAVAD GAMOVJANMRTELDI . ES SACAULI IYO . ISETI SACAULI ROMLIS GIRSIC GAMXADA ME CODVILI DEDA XVTISAM .

  • leluka says:

    samxela dedagvtismshoblis xati moabrdzanes gruzinkas kartul eklesiashi, mxolod am unikaluri xatis istoria ar ukadagiat….misi madli sheewios sruliad saqartvelos da mtel martmadideblur samyaros….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი