მთავარი » კულტურა

სამხედრო-საფერშლო სასწავლებელი – სასწავლებლები ძველ თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2022 | 413 ნახვა

1869 წლის გაზეთი „კავკაზი“ (№63) იუწყება, რომ 2 მაისს თბილისის სამხედრო – საფერშლო სკოლამ ზეიმით აღნიშნა 50-ე გამოშვება.
ამ წლების განმავლობაში მან მოამზადა 1500 ფერშალი.

სამხედრო-საფერშლო სასწავლებელი, რომელიც კავკასიის არმიის სამედიცინო მომსახურეობის მიზნით სამხედრო ფერშლებს ამზადებდა, 1816-17 წლებში თბილისის ჰოსპიტალთან დაარსდა.

სკოლაში იღებდნენ 13 წლის მოსწავლეებს, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ პირველდაწყებითი განათლება.

სწავლა იყო სამწლიანი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საგნების ჩამონათვალს, რომელთა შესწავლაც მოეთხოვებოდათ აღსაზრდელებს სწავლების მცირე დროის მანძილზე, საფერშლო სკოლა თავისი დანიშნულებითა და დასახული მიზნებით უტოლდებოდა გიმნაზიას.

სასწავლებელში ასწავლიდნენ: რუსულ ენას, ლათინურ ენას, არითმეტიკას, საღვთო სჯულს, ანატომიას, ფარმაკოლოგიას, რეცეპტურას, „ავადმყოფის მოვლას“, პირველადი დახმარების აღმოჩენას, ქირურგიას.

#თბილისისმუზეუმებისგაერთიანება




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი