მთავარი » ქრისტიანობა

სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე წმიდათა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ძეგლი დაიდგმება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.07.2018 | 513 ნახვა

სამთავრო მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამდებარე ტერიტორიაზე, ღვთის მადლით იგეგმება პირველ ქრისტიან გვირგვინოსანთა, მოციქულთასწორთა წმიდათა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ძეგლის დადგმა. ახლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა სატენდერო წინადადება წარადგინოს. მათგან პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს.

მართლმადიდებლურ ტრადიციაში მრგვალი, სივრცობრივი ქანდაკების შექმნა დაუშვებელი იყო, რადგან კერპად განიხილებოდა. თუმცა, საქართველოში და განსაკუთრებით, დედაქალაქში მრავალი წმიდანის ძეგლი დგას. როგორც ჩანს, საზოგადოებას გაცნობიერებული ჰქონდა მათი აღმზრდელობითი, შემეცნებითი, ესთეტიკური მნიშვნელობა და ამიტომაც იყო, რომ შეიქმნა წმიდა ფარნავაზის, წმიდა ნინოს, წმიდა ვახტანგ გორგასლის, წმიდა დავით აღმაშენებლის, წმიდა თამარ მეფისა და სხვათა ქანდაკებები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტიპური ქრისტიანული მოვლენა არაა, წმიდანის ძეგლის დადგმის პრეცენდენტი მაინც არსებობს.

ამასთან, მეტად მნიშვნელობანია, რომ წმიდა მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას ძეგლის დადგმა მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოიწონა და დადებითად შეაფასა.

მცხეთის მერიაში უკვე რამდენიმე პროექტი წარადგინეს, თუმცა ინოვაციურ-სიმბოლური გადაწყვეტის გამო, განხილვის რეჟიმიდან მოიხსნა. სასურველია, რომ ძეგლის პროექტი ტრადიციულ, კლასიკურ სტილში იყოს წარმოდგენილი, რათა ადვილი აღსაქმელი გახდეს პილიგრიმთათვის. მნიშვნელოვანია, რომ მომლოცველს წარმოდგენა შეექმნას იმ ეპოქაზე, რომელშიც წმიდანები მოღვაწობდნენ. მცხეთა და მისი შემოგარენი თავისი უნიკალური ძეგლებით ხომ ამის შესანიშნავ შთაბეჭდილებას ქმნის და ამიტომაცაა იგი პილიგიმთა ინტერესის ერთ-ერთი საგანი. ამდენად, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება აუცილებელ პირობად გვესახება. აგრეთვე სასურველია, რომ ძეგლის პროექტში ფიგურირებდეს წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი, რითაც განიკურნა ნანა დედოფალი და რომლის ძალითაც მრავალი სასწაული აღესრულა.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ მამულიშვილურ საქმეში.
შესაწირი ძალისაებრ.
ღმერთმა დაგლოცოთ.
ანგარიშის ნომერი: GE65BG0000000158107700


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.