მთავარი » ახალი ამბები

სამკაულების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2010 | 1,347 ნახვა

სამკაულისაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტ ანუნა (ანა) ბუკიას ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე “la voix de pierre” – “ქვების ხმა” წარმოდგენილი თითოეული ხელთნაკეთი სამკაული ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს, რომელიც ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგანაა დამზადებული.

ანუნა ბუკია (ჟურნალისტი): “ყოველთვის მინდოდა განსხვავებული აქსესუარი მქონოდა, რომელსაც გარშემომყოფებიც შენიშნავდნენ, რაც გახდა საფუძველი დამეწყო ნაკეთობაზე მუშაობა. ზოგადად სამკაულებს და აქსესუარებს ბავშვობიდან ვამზადებ. მართალია, ეს საქმე თავდაპირველად ჰობის დონეზე იყო, მაგრამ დღეს მას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ბოლო სამი წელია ვმუშაობ დახვეწილი ტექნოლოგიით, ამ პეროიდიდანვე დავიწყე თმის აქსესუარების დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიას, რომელიც ჩემთვის პრიორიტეტულია დიდი დრო მიაქვს, სამკაულებზე ზრუნვა პერმანენტულად მიწევს, რადგან, როცა შენი ნაკეთობა 5 მაღაზიაში იყიდება, ცხადია, მასზე უნდა იფიქრო.

დღევანდელი გამოფენა კი ჩემთვის პირველია. წარმოდგენილია 50 ნამუშევარი. გამოყენებული მაქვს ბრჭყვიალა ქვები, სვაროვსკი, გიშერი, ზურმუხტი, ქარვა, ასევე ვენეციური მინა. სამკაულები ყველა სხვადასხვა ფერისაა და კონკრეტული ერთი ფერი არ არის დომინანტი, ზომებიც განსხვავებულია”

ეროვნლ ბიბლიოთეკაში სამკაულების გამოფენა 23 ივნისამდე გაგრძელდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი