მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

სამეცნიერო სემინარი ბორჯომელი მოსწავლეებისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.02.2014 | 2,640 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მეცნიერება ყველასათვის“ ქალაქ ბორჯომში ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ჩვენი ბორჯომისათვის“ მოსწავლეებისთვის სამეცნიერო სემინარი ჩაატარა. სემინარი ბორჯომში თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სახის სემინარის ჩატარებას მოზარდებისთვის და რატომაა აუცილებელი მეცნიერების ამ მიმართულების პოპულარიზაცია საქართველოში, „ამბიონს“ თავად ღონისძიების ორგანიზატორები ესაუბრნენ.

თეა მუმლაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცნიერება ყველასათვის“ დამფუძნებელი): „ჩვენი ორგანიზაცია ბოლო 2 წელია აქტიურად ცდილობს საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას ბავშვებსა და მოზარდებში. ვატარებთ სამეცნიერო ლექცია-სემინარებს საქართველოს რეგიონებსა და თბილისის სკოლებსა და ცენტრებში. ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებთან ჩვენ მიერ ჩატარებული ლექცია მოიცავდა საკითხებს პლანეტის, დედამიწის, ნიადაგის შესახებ და ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხებით.

საქართველოში ახალგაზრდა თაობის დაინტერესება ამ მიმართულებებით საკმაოდ დაბალია და მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაციის წარმოება, ვინაიდან, მეცნიერება არის სწორედ ის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მაღალ დონეზე წამოსწიოს. ამიტომ ვიწყებთ პატარა ასაკის ბავშვებიდან და ვაგრძელებთ მოზარდებთან ამ სახის სემინარების ჩატარებას.“

ლევან ნავროზაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცნიერება ყველასათვის“ დამფუძნებელი): „სემინარზე წარმოვადგინე თემა ნიადაგების შესახებ. გვსურს მოზარდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თუ რისთვისაა საჭირო ნიადაგი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის… თეორიულ კურსს თან ახლავს სახალისო ექსპერიმენტული ნაწილი, რომელშიც მოსწავლეები ჩაერთვნენ და თავად დაინახეს, საველე პირობებში როგორ შეიძლება დავადგინოთ ნიადაგის ესა თუ ის პარამეტრები.“

ლევან ნავროზაშვილი

ირაკლი კვირკველია (ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ჩვენი ბორჯომისათვის“ მენეჯერი): „ ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებს ორგანიზაცია „მეცნიერება ყველასათვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და ჩაუტარეს ტრენინგი მეცნიერებასთან დაკავშირებულ თემებზე. იმედი მაქვს, რამდენიმე მათგანი მაინც აირჩევს ამ მიმართულებას და მომავალშიც გამოადგებათ მათგან მიღებული ცოდნა.

ბავშვთა და ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ 3 თვეში ერთხელ 240-250 ბავშვი გადის სხვადასხვა სწავლებებს. ფონდს „IDS ბორჯომი საქართველო“ აფინანსებს რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.“

სემინარის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ჩაუტარდეთ მსგავსი შინაარსის სწავლებები, რადგან მათთვის ეს საკითხები საინტერესოა…

შეგახსენებთ, ფონდი ,,ჩვენი ბორჯომისათვის” მიზნად ისახავს მოზარდი თაობის აღზრდა განვითარების საქმეში ხელშეწყობას, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების აღმოჩენასა და მათ წახალისებას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი